რატომ არ უნდა მიირთვათ ოჯახში დამზადებული ყველი და ვარგისია თუ არა მჟავე მაწონი – ყველაფერი, რაც რძესა და რძის ნაწარმის შესახებ უნდა იცოდეთ - Gemrielia.ge

რატომ არ უნდა მიირთვათ ოჯახში დამზადებული ყველი და ვარგისია თუ არა მჟავე მაწონი – ყველაფერი, რაც რძესა და რძის ნაწარმის შესახებ უნდა იცოდეთ

 

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ირა­ნი­დან შე­მო­სუ­ლი ე.წ. შე­კუმ­შუ­ლი რძის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი შეს­წავ­ლა და­ი­წყო. სა­ა­გენ­ტოს გან­მარ­ტე­ბით, ნი­მუ­ში შე­მოწ­მდე­ბა სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე, მათ შო­რის, მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის შემ­ცვე­ლო­ბა­სა და სა­ნი­ტა­რულ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე.

ამ სა­კი­თხზე ბოლო პე­რი­ოდ­ში ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბა კი ორ­გა­ნი­ზა­ცია „მო­მავ­ლის ფერ­მე­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის რუ­სუ­დან გი­გაშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა პოსტმა გა­მო­იწ­ვია. პოს­ტში ირა­ნუ­ლი რძის ხა­რის­ხი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი.

ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში რძის ბა­ზა­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა ბაზ­რის 50%–ზე მეტი მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას უკა­ვია. მეტ–ნაკ­ლე­ბად სა­ეჭ­ვოა საღი რძის ხა­რის­ხიც. მონ­დო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი შეძ­ლებს ხა­რი­სი­ხა­ნი და უვ­ნე­ბე­ლი რძი­სა თუ რძის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნას, თუმ­ცა ეს მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არაა. თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვა გა­დავ­წყვი­ტეთ და გთა­ვა­ზობთ შე­დე­გებს.

 

რძის პრო­დუქ­ტე­ბის ბა­ზა­რი

 

რძის ბა­ზარ­ზე რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი და იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­აა. კონ­კუ­რენ­ცია საკ­მა­ოდ მძაფ­რია, თუმ­ცა ჭარ­ბობს მშრა­ლი რძით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ასე­ვე აქ­ტი­უ­რია სა­ხა­მე­ბე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა სტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის და ამ სა­ხა­მებ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რძე­ში ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი რო­მე­ლიც უძ­ლებს ყვე­ლა­ნა­ირ თერ­მულ და­მუ­შა­ვე­ბას და სრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გა­და­დის პრო­დუქ­ტე­ბი, ან­ტი­ბი­ო­ტი­კი­ა­ნი პრო­დუქ­ტი რა თქმა უნდა არ არის სა­სარ­გებ­ლო ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნას­კნე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­დე­გად, ბა­ზარ­ზე კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა პრო­დუქ­ცია: კერ­ძოდ მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით დამ­ზა­დე­ბულ ნა­წარმ­ზე ყვე­ლი­სა და არა­ჟ­ნის ნაც­ვლად აწე­რენ არა­ჟ­ნის­მაგ­ვარს და ყვე­ლის­მაგ­ვარს, რის შე­დე­გა­დაც მომ­ხმა­რე­ბე­ლი აკე­თებს არ­ჩე­ვანს რო­დე­საც პრო­დუქ­ცი­ას იძენს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით გან­სხვავ­დე­ბა. კერ­ძოდ მათი ხა­რის­ხის გან­მსა­ზღვრე­ლია ემულ­გა­ტო­რე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ასე­ვე აქ­ტი­უ­რია იმე­რუ­ლი ყვე­ლი რო­მე­ლიც მზად­დე­ბა აღ­დგე­ნი­ლი რძით ან მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით, რომ­ლის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეთ პრო­დუქ­ცი­ას მომ­ხმა­რე­ბე­ლი მუდ­მი­ვად ჰყავს, მწარ­მო­ებ­ლე­ბი რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ საღ რძე­ზე, უჭირთ კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა.

 

 

ფერ­მე­რო­ბა და საღი რძე

 

ფერ­მე­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის წინ გა­აქ­ტი­ურ­და. მა­ნამ­დე რძის მიმ­წო­დებ­ლე­ბი იყ­ვნენ უშუ­ა­ლოდ გლე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც მიმ­ღებ პუნ­ქტებ­ზე აბა­რებ­დნენ საღ რძეს. ად­გილ­ზე არ­სე­ბო­ბა­და რძის მიმ­ღე­ბი პუნ­ქტე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყ­ვნენ მიკ­რო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო საღი რძის ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა. მი­უ­ხე­დავთ ამი­სა, სა­ერ­თო ჯამ­ში საქრთვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რძის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო. კერ­ძოდ პრო­დუქ­ტი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი იყო მას­ტი­ტით, და­ბა­ლი იყო რძის თერ­მო მადგრა­დო­ბა, ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი კი იყო ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი რძე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვი­ღებ­დით არა სტა­ბი­ლურ, უხა­რის­ხო რძეს.

„ფერ­მე­რუ­ლი რძე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ბოლო წლებ­ში გახ­და. 2016 წლი­დან ბა­ზარ­ზე გაჩ­ნდა მსხვი­ლი მო­თა­მა­შე „აგ­რო­ჰა­ბის“ სა­ხით, რო­მელ­მაც მკვეთ­რად გა­ზარ­და მო­თხოვ­ნა ხა­რის­ხი­ან რძე­ზე. პირ­ვე­ლი­ვე სა­ფე­ხურ­ზე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა და სტან­დარ­ტე­ბი ფერ­მებ­თან, რაც გა­მო­ი­ხა­ტა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში. კერ­ძოდ, საღი რძის ქი­მი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით დატ­ვირ­თვა და სო­მა­ტუ­რი უჯრე­დე­ბი. ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა მი­ვი­ღოთ ხა­რის­ხი­ა­ნი რძე და ყო­ველ­დღი­უ­რად უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის რძის პრო­დუქ­ტი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­ლე­ვე და­ა­ფა­სა „აგ­რო­ჰა­ბის“ საღი რძის ხა­რის­ხი­ა­ნი ნა­წარ­მი, ბა­ზარ­ზე გა­ი­ზარ­და კონ­კუ­რენ­ცია და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და მო­თხოვ­ნა ფერ­მე­რე­ბის რძე­ზეც. დღეს­დღე­ო­ბით აგ­რო­ჰა­ბი უკვე ყო­ველ­დღი­უ­რად ამუ­შა­ვებს 12 -14 ტონა რძეს. მი­უ­ხე­დავ­თა ფერ­მე­რე­ბის რძე­ზე მა­ღა­ლი ფა­სი­სა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ებს ურ­ჩევ­ნი­ათ გა­და­ი­ხა­დონ მა­ღა­ლი ფასი ნედ­ლე­ულ­ში და მი­ი­ღონ ხა­რი­სი­ხა­ნი პრო­დუქ­ცია. „აგ­რო­ჰა­ბის“ რძის პრო­დუქ­ტე­ბი კი დღემ­დე ბა­ზარ­ზე გა­მორ­ჩე­ულ ად­გილს იკა­ვებს,“ – გან­მარ­ტავს თა­მარ ფრუ­ი­ძე, „აგ­რო­ჰა­ბის“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

 

 

რძის ფხვნი­ლი ანუ მშრა­ლი რძე

 

რძის 88% არის წყა­ლი, 12 % კი მშრა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, ნედ­ლი რძის აორ­თქლე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი მშრა­ლი რძე ( რძის ფხვნი­ლი) ცალ­სა­ხად იმის თქმა, რომ რძის ფხვნი­ლით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია და­ბა­ლი ხა­რის­ხის ან უსარ­გებ­ლოა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ნედ­ლი და მშრა­ლი რძით დამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქტს შო­რის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბა. ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო კი არის ის, რომ ნედ­ლი რძის­გან ორ­გა­ნიზ­მი კარ­გად ით­ვი­სებს კალ­ცი­უმს , მშრა­ლი რძის­გან კი კალ­ცი­უ­მის ათ­ვი­სე­ბის უნა­რი საგ­რძნობ­ლად შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

მშრა­ლი რძის ხა­რისხს ის ნედ­ლი რძე გან­სა­ზღვრავს, რომ­ლის­გა­ნაც მი­ღე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­თა დ მას­ტი­ტით და­ბიძ­ნუ­რე­ბულ უხა­რის­ხო ნედლ რძეს, რაც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ჭარ­ბა­დაა, ხა­რი­სი­ხა­ნი რძის ფხვნი­ლი სჯობს.

ირა­ნუ­ლი რძე

„პრო­დუქტს, რო­მე­ლიც ირა­ნი­დან შე­მო­დის, შე­კუმ­შულ რძეს უწო­დე­ბენ. მა­საც რძის ფხვნი­ლის მსგავ­სად ტენი აქვს გა­მოც­ლი­ლი, თუმ­ცა არა მთლი­ა­ნად. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი შეს­წავ­ლი­ლი არ არის, თუმ­ცა ჩემი პი­რა­დი აზ­რია რომ ესე­თი სა­ხით რძე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის საშ­ვა­ლე­ბას ვერ გა­ნა­პი­რო­ბებს, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი რძე­ში არ­სე­ბუ­ლი მიკ­რობ­თა შტა­მე­ბი, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია ქვეყ­ნის­თვის. ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ნედ­ლი რძი­სა და რძის ფხვნი­ლის ფა­სიც გაზ­რდი­ლია და სწო­რედ ამი­ტომ გა­აქ­ტი­ურ­და შე­და­რე­ბით და­ბალ­ფა­სი­ა­ნი შე­კუმ­შუ­ლი რძის იმ­პორ­ტი“- გან­მარ­ტავს თა­მარ ფრუ­ი­ძე.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი რძე­ში

ან­ტი­ბი­ო­ტი­კი რძე­ში ორი გზით გხვდე­ბა. ძი­რი­თა­დი წყა­რო არის პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­მელ­საც მკურ­ნა­ლო­ბის დროს და გეგ­მი­უ­რად უკე­თე­ბენ პი­რუ­ტყვს. ან­ტი­ბი­ო­ტი­კი რძე­ში დახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დით რჩე­ბა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი შე­რე­ვა სა­ერ­თო რძე­ში და­უშ­ვე­ბე­ლია. გლე­ხებს ფერ­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ასე­თი რძის კონ­ტრო­ლი საკ­მა­ოდ უჭირთ. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ რძის ნა­წარ­მი ისე­თი მწარ­მო­ებ­ლის­გან შე­ი­ძი­ნოთ, რო­მე­ლიც რძეს ფერ­მის­გან იღებს.

 

 

მჟა­ვი­ა­ნო­ბა და ვა­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიმ­ჟა­ვე

 

რძე არის ბაქ­ტე­რი­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი, მთლი­ა­ნად რძე არის ტექ­ნი­კუ­რად და­დე­ბით მიკ­რო­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი,რო­მე­ლიც გა­ნიც­დის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ას( თერ­მულ და­მუ­შა­ვე­ბას). სუფ­თა ბაქტრი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად. სწო­რედ ეს ბაქ­ტე­რი­ე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ მათ მჟა­ვი­ა­ნო­ბას. ზო­გა­დად, რძის პრო­დუქ­ტე­ბის შე­ნახ­ვი­სათ­ვის იდე­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა არის 5 გრა­დუ­სი (+-2), რის სა­ფუძ­ველ­ზეც ად­გი­ლი აქვს ბაქ­ტე­რი­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის შე­ბოჭ­ვას. ამ პრო­დუქ­ცი­ის ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში და­ყოვ­ნე­ბა მცი­რე დრო­ი­თაც კი, ბაქ­ტე­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნობ­რივ გაზ­რა­დას იწ­ვევს , რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მჟა­ვი­ა­ნო­ბის მო­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ეს კი ნამ­დვი­ლად არ ით­ვლე­ბა პრო­დუქ­ცი­ის ხარ­ვე­ზად. ბაქ­ტე­რი­ე­ბის ცხოვ­რე­ბის წესი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს, მა­ღალ ტე­მე­რა­ტუ­რა­ზე სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან. ასე­ვე პრო­დუქ­ცი­ში ბოლო ვა­და­ში ეს იმას ნიშ­ნავს რომ მას­ში მიკ­რობ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მაქ­სი­მუ­მია. ასევ ბოლო ვა­დის პრო­დუქ­ტებს შე­და­რე­ბით მეტი მჟა­ვი­ა­ნო­ბა აქვთ.

 

 

 

რძის პრო­დუქ­ტე­ბის ვა­დი­ა­ნო­ბა

 

რძის პრო­დუქ­ტე­ბი მალ­ფუ­ჭე­ბად პრო­დუქ­ტებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მწარ­მო­ებ­ლე­ბი ხში­რად ვა­დას კონ­სერ­ვან­ტე­ბი­თა და და­ნა­მა­ტე­ბით ზრდი­ან. რაც კარ­გი ნამ­დვი­ლად არ არის. „აგ­რო­ჰა­ბის“ რძის პრო­დუქ­ტე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია და მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს საღ პრო­დუქ­ცი­ას კონ­სერ­ვან­ტე­ბის გა­რე­შე და და­ბა­ლი ვა­დით.

 

ყვე­ლი

 

ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლის ქარ­ხნუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის ტრა­დი­ცია არ არ­სე­ბობ­და და ოჯა­ხებ­ში მას რძის თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის გა­რე­შე აკე­თე­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ორ­გა­ნიზ­მი ამ ყვე­ლა­ფერს მიჩ­ვე­უ­ლია, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ასე­თი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, რად­გან ის ბევრ ნაწ­ლა­ვურ ჩხი­რებს შე­ი­ცავს. ყვე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­კეთ­დეს პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძის­გან და ის უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა რო­გორც ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის, ისე პა­ტა­რე­ბის­თვის. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლის შე­ძე­ნის დროს შე­ი­ძი­ნოთ პას­ტე­რი­ზი­რე­ბუ­ლი რძის­გან და­მა­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი.