„მაყურებელი შოკში ჩავარდება!“ - რას გვპირდებიან "მასტერშეფის" ნახევარფინალში კონკურსანტები?
„მაყურებელი შოკში ჩავარდება!“ - რას გვპირდებიან "მასტერშეფის" ნახევარფინალში კონკურსანტები?

მხო­ლოდ ორი დღე გვა­შო­რებს ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს „მას­ტერ­შე­ფის“ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე, სა­დაც ოთხი კონ­კურ­სან­ტი ფი­ნა­ლის სამი საგ­ზუ­რის­თვის იბ­რძო­ლებს.

AMBEBI.GE ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტებს და­უ­კავ­შირ­და, რათა გა­ერ­კვია, რო­გო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ და რას პირ­დე­ბი­ან მა­ყუ­რე­ბელს 22 დე­კემ­ბერს, 22:00 სა­ათ­ზე.

რო­გორც კონ­კურ­სან­ტებ­მა გვი­თხრეს, ყვე­ლა­ზე და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლა გვე­ლო­დე­ბა. ასე­ვე, გაგ­ვიმ­ხი­ლეს, რომ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ის მოხ­დე­ბა, რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ელის...

 

მარ­ტა ბა­რა­მი­ძე: "ისე­თი და­ძა­ბუ­ლი ამ­ბე­ბი ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს, რომ შოკ­ში ჩა­ვარ­დე­ბი­ან. რო­გორც ანონსში ნა­ხეთ, შე­ფე­ბის კერ­ძებს ვამ­ზა­დებთ. ზუს­ტად ვი­ცით, რომ ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა, რაც კი მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლა.

არის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე, რომ­ლებ­საც ჩემ­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ და მათ­თან შე­ჯიბ­რე­ბა უფრო რთუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ნუცა საფ­რან­გეთ­ში მუ­შა­ობ­და, გაგა შეფ-მზა­რე­უ­ლია და თა­ვი­ანთ ტექ­ნი­კებს იყე­ნე­ბენ. თუმ­ცა, „მას­ტერ­შეფ­ში“ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს... შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის ვა­რა­უ­დი, ვინ გახ­დე­ბა ფი­ნა­ლის­ტი და ბო­ლოს ვინ გა­ი­მარ­ჯვებს.

დიმუ მე­ნაბ­დე: "ოთხნი დავ­რჩით და კონ­კუ­რენ­ცია დი­დია, რთუ­ლია იმის თქმა, რო­მე­ლია სა­უ­კე­თე­სო. ყვე­ლას გვაქვს ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, რომ­ლებ­საც შოუს გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გად ხე­დავ­და მა­ყუ­რე­ბე­ლი.

შოუს და­სა­წყის­ში სხვა სტრა­ტე­გია მქონ­და არ­ჩე­უ­ლი (რო­მელ­მაც, პრინ­ციპ­ში, გა­ა­მარ­თლა), არ ვა­კე­თებ­დი სტან­დარ­ტულ კერ­ძებს, ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებ­დი და შე­იძ­ლე­ბა, მა­გის გამო ვი­ღა­ცებს მი­აჩ­ნდათ, რომ სუს­ტი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მე ასე არ ვთვლი. ჩემ­გან კი­დევ ბევრ რა­ღა­ცას, უფრო გან­სხვა­ვე­ბულ მიდ­გო­მა­სა და ტექ­ნი­კას ნა­ხავთ.

ვფიქ­რობ, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ჩემი ძლი­ე­რი მხა­რე და უპი­რა­ტე­სო­ბა ისაა, რომ მარ­ტი­ვად ვსწავ­ლობ რა­ღა­ცებს, ამი­ტომ, სხვებ­თან შე­და­რე­ბით, და­ვა­ლე­ბა უნდა გა­მი­ად­ვილ­დეს. ჩემი მი­ზა­ნი ფი­ნალ­ში გა­დას­ვლა და გა­მარ­ჯვე­ბაა.

 

გაგა ვარ­და­ნი­ძე: "მარ­თა­ლია, წინა ეპი­ზოდ­ში პა­ტა­რა ჩა­ვარ­დნა მქონ­და, მაგ­რამ ერთი ძა­ლი­ან კარ­გი და­დე­ბით თვი­სე­ბა მაქვს - რო­დე­საც ვე­ცე­მი, არ ვნებ­დე­ბი, უფრო ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ვხდე­ბი და მა­ლე­ვე ვცდი­ლობ წა­მოდ­გო­მას.

ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე გა­ვი­ა­რეთ, მარ­ტი­ვად მეჩ­ვე­ნე­ბა. ახა­ლი და­ვა­ლე­ბა ნამ­დვი­ლად რთუ­ლია; ჩვე­ნი კრე­ა­ტი­ვი, ცოდ­ნა და ტექ­ნი­კა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ეს ტური კარ­გად აჩ­ვე­ნებს, რე­ა­ლუ­რად ვის შე­უძ­ლია სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დგო­მა.

გააგრძელეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
20 დეკემბერი, 2019 01:28 p.m.
ნანახია: 181