საცივი რომ არ აიჭრას, არ გამუქდეს და ერთგვაროვანი სტრუქტურა ჰქონდეს - ქართველი დიასახლისების გამოცდილი რჩევები - Gemrielia.ge

საცივი რომ არ აიჭრას, არ გამუქდეს და ერთგვაროვანი სტრუქტურა ჰქონდეს - ქართველი დიასახლისების გამოცდილი რჩევები

 

ოჯახების უმრავლესობა საცივს იშვიათად, მხოლოდ დღესასწაულებზე ამზადებს. ვინაიდან იშვიათად კეთდება, ბევრი დიასახლისი დახელოვნებას ვერ ასწრებთ და წლიდან წლამდე ავიწყდება ამ ტრადიციული კერძის მომზადების ნიუანსები.
ვეცდებით, გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რითაც წინასწარ დაიზღვევთ თავს აჭრილი, გამუქებული ან შეუხედავი საახალწლო საცივისგან.
 

საცივი რომ არ გამუქდეს

ყველაზე ხშირად საცივი ძმრით მუქდება. ამის საწინააღმდეგოდ გამოცდილ დიასახლისებს ასეთი მეთოდე აქვთ:

  1. ძმარი წინასწარ წამოადუღეთ დაფნის ფოთლებთან ერთად და ასევე მდუღარე ჩაასხით საცივში
  2. ძმარი უნდა დაუმატოთ უკვე გაცივებულ საცივს დაფერს აღარ შეუცვლის
  3. ძმრის მაგივრად გამოიყენეთ ლიმონის წვენი
  4. შესაძლოა საერთოდ ძმრისა და ლიმონის გარეშეც მომზადდეს
  5. აცადეთ საცივს ცოტა შეგრილება და მერე დაუმატეთ ძმარი,


გამუქების სხვა მიზეზებია