„არ იფიქროთ გამარჯვებაზე!“ - ქვეყნის პირველი „მასტერშეფი“ მეორე სეზონის ფინალისტებს მიმართავს - Gemrielia.ge

„არ იფიქროთ გამარჯვებაზე!“ - ქვეყნის პირველი „მასტერშეფი“ მეორე სეზონის ფინალისტებს მიმართავს

ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუს "მას­ტერ­შე­ფის" ფი­ნა­ლამ­დე ერთი კვი­რა დარ­ჩა. რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ფი­ნა­ლის­ტებს წინ ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოც­და ელო­დე­ბათ.

სა­ნამ გა­ვი­გებთ, ვინ გახ­დე­ბა "მას­ტერ­შე­ფის" მე­ო­რე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, AMBEBI.GE ქვეყ­ნის პირ­ველ "მას­ტერ­შეფს", ია ძა­გა­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და. რო­გორ აფა­სებს მე­ო­რე სე­ზო­ნის კონ­კურ­სან­ტებს პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და რას ურ­ჩევს ფი­ნა­ლის­ტებს, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რო­გორ შე­იც­ვა­ლა შენი ცხოვ­რე­ბა ქვეყ­ნის #1 "მას­ტერ­შე­ფის" ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ?

- მშვე­ნი­ე­რი გრძნო­ბაა, როცა პირ­ვე­ლი ემო­ცია გა­დის, მშვიდ­დე­ბი და იაზ­რებ, რომ შენ "მას­ტერ­შე­ფის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხარ. დიდი ფი­ნა­ლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე გა­ვი­და და მას შემ­დეგ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი კარ­გი რამ მოხ­და, რა­ღა­ცე­ბი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნი გა­დის, რო­გორც ჩანს, მა­ინც ვახ­სო­ვარ ხალ­ხს. ყველ­გან - ქუ­ჩა­ში თუ ჩემს რეს­ტო­რან­ში - ვგრძნობ მათ სიყ­ვა­რულ­სა და და­დე­ბით ენერ­გი­ას.

- რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებ თვალს და რო­გორ აფა­სებ მე­ო­რე სე­ზონს?

- მე­ო­რე სე­ზონს აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებ თვალს. გა­მი­ჭირ­დე­ბა პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­ზო­ნის შე­და­რე­ბა, რად­გან იქ სულ სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ­დი ყვე­ლა­ფერს, ეკ­რან­ზე ყუ­რე­ბა კი სულ სხვაა. ტე­ლე­ვი­ზორ­ში ყუ­რე­ბი­სას მა­ყუ­რე­ბე­ლი კი­დევ ვერ ხვდე­ბა, ეს რამ­ხე­ლა სტრე­სია. "მას­ტერ­შე­ფის" სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ყვე­ლა და­ძა­ბუ­ლია, დრო­ის ფაქ­ტო­რი სა­ოც­რად მოქ­მე­დებს... აბ­სო­ლუ­ტუ­რად მეს­მის მე­ო­რე სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და ვიცი, რა­საც გრძნო­ბენ.

 

 

- კას­ტინ­გე­ბის პე­რი­ოდ­ში თუ გყავ­და ფა­ვო­რი­ტე­ბი?

- ფა­ვო­რი­ტი არ მყო­ლია და არც ახლა მყავს. თუმ­ცა კას­ტინგზე შავი ხინ­კა­ლი რომ მო­ამ­ზა­და, ვფიქ­რობ­დი, რომ იქ­ნე­ბო­და ათე­ულ­ში და სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­მიკ­ვირ­და, რომ ვერ მოხ­ვდა. უშუ­ა­ლოდ ათე­ულს რაც შე­ე­ხე­ბა, ყვე­ლა კარ­გი კონ­კურ­სან­ტია. თა­ვი­დან ძა­ლი­ან თა­ნაბ­რად მი­ი­წევ­დნენ წინ და რთუ­ლი იყო იმის თქმა, თუ ვინ იყო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და ვინ - ნაკ­ლე­ბად.

- მე­ო­რე სე­ზო­ნის და­ვა­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი შე­იც­ვა­ლა. რო­მე­ლი­მე­ზე გი­ფიქ­რია, ნე­ტავ, ეს ჩემს დრო­საც ყო­ფი­ლი­ყოო?

- მე­ო­რე სე­ზონ­ში ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბე­ბი იყო. მა­გა­ლი­თად, "წი­თე­ლი და შავი" ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მქო­ნო­და, მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

 

 

- ფი­ნალ­ში ვის გულ­შე­მატ­კივ­რობ?

- გა­მი­ჭირ­დე­ბა ვინ­მეს გა­მორ­ჩე­ვა, სა­მი­ვეს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან... გააგრძელეთ კითხვა