„დიდი ბრძოლა იქნება“ - „მასტერშეფის“ ფინალში მოვლენები მოულოდნელად განვითარდება - Gemrielia.ge

„დიდი ბრძოლა იქნება“ - „მასტერშეფის“ ფინალში მოვლენები მოულოდნელად განვითარდება

"მას­ტერ­შე­ფის" მე­ო­რე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე­ღა დარ­ჩა. რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ფი­ნა­ლის თემა ახა­ლი წელი იქ­ნე­ბა. ჟი­უ­რი და ფი­ნა­ლის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მა­ყუ­რე­ბელს წინ ყვე­ლა­ზე დიდი ბრძო­ლა ელის.

ფი­ნა­ლის­ტე­ბი - დიმუ მე­ნაბ­დე, ნუცა სურ­გუ­ლა­ძე და გაგა ვარ­და­ნი­ძე არი­ან. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი არ მა­ლა­ვენ, რომ მე­ო­რე სე­ზონ­ში მოვ­ლე­ნე­ბი საკ­მა­ოდ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­ვი­თარ­და.

 

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი:

"სა­ოც­რად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი სე­ზო­ნი იყო. მა­გა­ლი­თად, დი­მუს არ ვე­ლო­დით ფი­ნალ­ში და ვფიქ­რობ­დით, რომ გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ტო­ვებ­და პრო­ექტს. უფრო მარ­ტას ვხე­დავ­დით ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის. გა­გა­სა და ნუ­ცას­თან და­კავ­ში­რე­ბით გვქონ­და მო­ლო­დი­ნე­ბი, რად­გან გა­მოჩ­ნდა, რომ ორი­ვეს საკ­მა­ოდ დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ".

 

 

კონ­სტან­ტი­ნე თე­დე­ლუ­რი:

"მე­ო­რე სე­ზონ­ზე მე­ტად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, მომ­ზა­დე­ბუ­ლი და ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი ნა­კა­დი მო­ვი­და, რაც მათ მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებთ. ფი­ნა­ლის წინ მოვ­ლე­ნე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გან­ვი­თარ­და. სა­ხე­ლებს არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, მაგ­რამ ერთ-ერთს სა­ერ­თოდ არ მო­ვი­აზ­რებ­დი ფი­ნალ­ში და სულ სხვა ადა­მი­ანს ვხე­დავ­დი, მაგ­რამ ბოლო ორმა კვი­რამ მთე­ლი ის­ტო­რია შეც­ვა­ლა".

ფი­ნა­ლის­ტებს წინ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა - სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის სტარ­ტე­რი, მთა­ვა­რი კერ­ძი და დე­სერ­ტი ელო­დე­ბათ. რო­გორც ჟი­უ­რი აღ­ნიშ­ნავს, მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნე­ბია: ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, გემო, თე­მა­ტუ­რი დატ­ვირ­თვა და იდე­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი შეს­რუ­ლე­ბა.

ფი­ნა­ლის წინ კონ­კურ­სან­ტე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ნამ ამ დღემ­დე მო­ვი­დოდ­ნენ, საკ­მა­ოდ რთუ­ლი, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო გზა გა­ი­ა­რეს.

 

ნუცა სურ­გუ­ლა­ძე:

"ერთი ცუდი მო­გო­ნე­ბაც კი არ მა­კავ­ში­რებს „მას­ტერ­შეფ­თან“. კას­ტინ­გი­დან და­წყე­ბუ­ლი ფი­ნა­ლამ­დე ეს იყო ერთი ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა და სი­ხა­რუ­ლი - ჟი­უ­რის­თან და კონ­კურ­სან­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, კე­თე­ბა, შე­ფა­სე­ბა, კრი­ტი­კა, გაზ­რდა... ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე აქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლის გა­რე­შეც ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რს დავ­კარ­გავ­დი.

 

 

წინ ჯა­დოს­ნუ­რი ფი­ნა­ლი გვე­ლო­დე­ბა, ძა­ლი­ან დიდი მო­ლო­დი­ნე­ბი მაქვს. თემა არის სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა, რაც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სუფ­რაა და მას­ში მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნაც კი უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. რთუ­ლი და­ვა­ლე­ბაა, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, კარ­გი მე­ნიუ მაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი და იმე­დი მაქვს, ჟი­უ­რი ამ ყვე­ლა­ფერს და­ა­ფა­სებს".

 

გააგრძელეთ კითხვა