როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს - 5 ოქროს წესი - Gemrielia.ge

როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს - 5 ოქროს წესი

აღდგომისა და შობის შემდეგ ახალი წელი ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ტრადიციული სუფრა, საცივი, გოზინაყი, სასმელები - ღვინო, შამპანური, არაყი, კონიაკი, ვისკი... თუნდაც სასმელებს ერთმანეთში არ ურევდეთ, მეორე დღეს ნაბახუსევი მაინც არის მოსახლეობის დიდი ნაწილის პრობლემა.


GEMRIELIA.GE ცნობილი მსმელების გამოცდილებაზე დაყრდნობით გიზიარებთ რადენიმე რჩევას, რომ მეორე დღის ნაბახუსევს მარტივად გადაურჩეთ.

 


1.    წყალი

 


ყველამ ვიცით, რომ წყალი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, ამიტომ აუცილებლად მოუნახეთ მას ადგილი თქვენს საახალწლო სუფრაზე. თუკი ალკოჰოლური სასმელების პარალელურად სუფთა, არაგაზირებულ წყალსაც მიირთმევთ, მეორე დღეს ნაბახუსევი და არასასიამოვნო შეგრძნებები არ შეგაწუხებთ.

 


2.    ძილი

 


ძალების აღდგენაში ერთ-ერთი მთავარი დამხმარე ძილია. თანაც, ნაბახუსევის დროს თავის ტკივილისა და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებების გადატანა ძილში უფრო გაგიმარტივდებათ. ასე რომ, ახალი წლის დღეს კარგად გამოიძინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიჰყევით დღის გეგმას.

 


3.    კომპოტები

 


ახალგაღვიძებულზე ხმელი ხილის კონცენტრირებული კომპოტები მიირთვით. ისინი მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, ორგანული მჟავებითა და ვიტამინებით. გარდა ამისა, ნახშირწყლებით, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას უწყობენ ხელს და მხნეობას შეგმატებენ.


კომპოტები შეგიძლიათ წვენებით ჩაანაცვლოთ, განსაკუთრებით ეფექტურია ვაშისა და ყურძნის წვენები.

 


4.    მწნილები

 

 

ნაბახუსევზე კიტრისა თუ კომბოსტოს მწნილი ნამდვილი მისწრებაა, რადგან იგი ერთდროულად გაუწყოვლებასაც ებრძვის და მარილების დონესაც აღადგენს. დარწმუნდით, რომ მწნილის წვენს სვამთ და არა მარინადისას.

 


5.    წვნიანი

 


თუკი ზემოჩამოთვლილმაც ვერ გიშველათ, ე.ი. საქმეში „მძიმე არტილერია“ უნდა ჩართოთ და წვნიანი მიირთვათ.
ტრადიციული ხაში ყველამ ვიცით, მაგრამ თუკი ხაში არ გიყვართ, ქათმისა და ბოსტნეულის წვნიანს გირჩევთ. ეს დაუვიწყარი, პიკანტური გემოს, მომჟავო წვნიანი ნაბახუსევს დაგავიწყებთ, უცებ მოგიყვანთ ფორმაში და გამოგაცოცხლებთ.

 

ინგრედიენტები:

 


•    სტაფილო - 1 ცალი, დიდი
•    მარილი და პილპილი
•    ბრინჯი - 100 გ
•    კიტრის მწნილი - 5-7 ცალი, საშუალო ზომის
•    კარტოფილი - 2-3 ცალი
•    წყალი - 3 ლ
•    ქათმის ხორცი - 300 გ
•    ხახვი - 2 თავი
•    დაფნის ფოთოლი - 1-2 ცალი
•    ტომატ-პასტა - გემოვნებით


მომზადების წესი იხილეთ აქ