„ორ ძალიან ძლიერ კულინარ კაცს მოვუგე“ – „მასტერშეფის“ გამარჯვებული - Gemrielia.ge

„ორ ძალიან ძლიერ კულინარ კაცს მოვუგე“ – „მასტერშეფის“ გამარჯვებული

"მას­ტერ­შე­ფის“ მე­ო­რე სე­ზო­ნი, რო­მელ­საც ასი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებ­და თვალს, გუ­შინ გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ა­ხალ­წლო ფი­ნა­ლით დას­რულ­და. პრო­ექ­ტის ორი სე­ზო­ნის ის­ტო­რი­ა­ში უკვე მე­ო­რედ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და 20 წლის ახალ­გაზ­რდა ქალი მზა­რე­უ­ლი.

 

რო­გო­რია ქვეყ­ნის #1 მას­ტერ­შე­ფის ტი­ტუ­ლი და გა­მარ­ჯვე­ბა და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლის, ბევ­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სა და ცრემ­ლის შემ­დეგ, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-ს ქვეყ­ნის ახა­ლი მას­ტერ­შე­ფი, ნუცა სურ­გუ­ლა­ძე ესა­უბ­რა.

 

- სა­ო­ცა­რი ბრძო­ლის, არა­ერ­თი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ გა­ი­მარ­ჯვე. რო­გო­რი შეგ­რძნე­ბაა?

 

- ვე­რა­ფერს ვერ შე­ვა­და­რებ. „მას­ტერ­შეფ­მა“ მთლი­ა­ნად ამო­ატ­რი­ა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა. ჯერ კი­დევ ვერ ვი­ჯე­რებ და ვერ ვი­აზ­რებ, რომ ეს რე­ა­ლო­ბაა და ნამ­დვი­ლად გა­ვი­მარ­ჯვე. მე რომ მზა­რე­უ­ლო­ბა გა­დავ­წყვი­ტე, „მას­ტერ­შე­ფის“ დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან ვუ­ყუ­რებ ამ შოუს. ჩემი ოც­ნე­ბა იყო აქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ჩემი თა­ვით, რომ მე ეს შევ­ძე­ლი და მას­ტერ­შე­ფის ტი­ტუ­ლი მო­ვი­პო­ვე.

 

 

- ფი­ნა­ლი რით გან­სხვავ­დე­ბა სხვა ტუ­რე­ბის­გან?

 

- რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა. თუნ­დაც ის, რომ ერ­თის ნაც­ვლად სამი იდე­ა­ლუ­რი კერ­ძი უნდა მო­ამ­ზა­დო და ცხრა თეფ­ში მი­ი­ტა­ნო ჟი­უ­რის­თან, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამის­თვის ერთი სა­ა­თი ძა­ლი­ან მცი­რე დროა.

 

- არა­ნაკ­ლებ დიდ სირ­თუ­ლეს ქმნი­და ირ­გვლივ სტუმ­რე­ბის ყოფ­ნა. ისე­დაც დიდი სტრე­სის ქვეშ ვი­ყა­ვით ფი­ნალ­ში და ეს ამ­დე­ნი ხალ­ხი, რო­მე­ლიც გაკ­ვირ­დე­ბა, რა­ღა­ცებს ყვი­რის, შე­ნიშ­ვნებს გაძ­ლევს, კი­დევ უფრო მე­ტად მა­ნერ­ვი­უ­ლებ­და.

 

- რო­დის მიხ­ვდი, რომ გა­მარ­ჯვე­ბას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყა­ვი ან პი­რი­ქით - შორს?

 

- სტარ­ტე­რით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და და სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ვი­ღე, მაგ­რამ მთა­ვა­რი კერ­ძი რომ ისე­თი არ გა­მო­ვი­და, რო­გო­რიც უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო, ავ­ნერ­ვი­ულ­დი. აშ­კა­რა იყო, რომ დე­სერ­ტი გა­და­წყვეტ­და ჩვენს ბედს. მე­გო­ნა დე­სერტს ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად გა­ვარ­თმევ­დი თავს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მეტი შეც­დო­მა სწო­რედ მანდ და­ვუშ­ვი. ბოლო წუ­თებ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­ფუჭ­და, კრე­მი არ შე­იკ­რა, ორ­ცხო­ბი­ლე­ბი ჯერ არ გა­მო­ცხვა, მერე და­მეწ­ვა... ბოლო ათმა წუთ­მა გა­და­წყვი­ტა ყვე­ლა­ფე­რი, იმპრო­ვი­ზა­ცი­ას მივ­მარ­თე და ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა თა­ვი­დან და­ვი­წყე. მე რომ 10 წუ­თით ნაკ­ლე­ბი დრო მქო­ნო­და, მას­ტერ­შე­ფი ვერ გავ­ხდე­ბო­დი.

 

- სწო­რედ დე­სერ­ტის­თვის ლუკა ფეხ­ზე ადგა და თავი და­გი­ხა­რა. რას გრძნობ­დი მა­შინ?

 

- სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა იყო, ლუ­კას ეს ჟეს­ტი ხომ სა­ერ­თოდ... ისე­თი კარ­გი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ვი­ღე ჟი­უ­რის­გან, რომ ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ვი­კა­ვე. სა­უ­კე­თე­სო სი­ტყვე­ბი იყო, რაც კი მთე­ლი შოუს გან­მავ­ლო­ბა­ში უთ­ქვამთ და ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ­დი ჩემი თა­ვით.

 

- ფი­ნა­ლის წინ რა და­უ­სა­ხე შენ თავს მიზ­ნად?

 

- ჩემი ერთი ნა­წი­ლი მე­უბ­ნე­ბო­და: ნუცა, თუ ვერ მო­ი­გებ არა­უ­შავს, ფი­ნალ­ში ყოფ­ნაც უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა, მაგ­რამ მე­ო­რე ნა­წი­ლი პი­რი­ქით, ბრძო­ლის­კენ მო­მი­წო­დებ­და. ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­ვიდ­გი­ნე, წა­მებ­სა და წუ­თებ­ში გავ­წე­რე და ბო­ლოს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მო­ვი­გებ­დი.

 

 

- ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვინ იყო შენი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი?

- პირ­ველ რიგ­ში, დე­და­ჩე­მი. მას­ტერ­შეფ­ში რომ მო­ვე­დი, ძა­ლი­ან ბევრ ახლო ადა­მი­ანს ჩემი არ სჯე­რო­და, ფიქ­რობ­დნენ, რომ ამის­თვის მზად არ ვი­ყა­ვი. ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი იყო დე­და­ჩე­მი, ვინც კას­ტინ­გე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, ჩემი სჯე­რო­და და 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მო­ვი­გებ­დი.

 

გააგრძელეთ კითხვა