იკლებთ ჯდომით - ანუ როგორ დავწვათ კალორიები დღესასწაულების შემდეგ დიეტისა და ფიტნესის გარეშე - Gemrielia.ge

იკლებთ ჯდომით - ანუ როგორ დავწვათ კალორიები დღესასწაულების შემდეგ დიეტისა და ფიტნესის გარეშე

დღესასწაულებზე მაგიდების კერძებით ავსება ერთგვარი ტრადიციაა, რომელსაც თითქმის არასოდეს ვღალატობთ. განსაკუთრებული სიუხვით ახალი წლის სუფრა გამოირჩევა. რამდენიმე სახეობის ხორცი, თევზი, სალათები, ნამცხვრები, ალკოჰოლი... - ბევრს სჯერა, რომ თუკი მაგიდაზე ბევრ კერძს დაალაგებს, ახალი წელი ნაყოფიერი, ბარაქიანი და წარმატებული იქნება.

 


ვინ შეიკავებს თავს საცივის, მწვადის, ნამცხვრისა თუ ღვინისგან? რა თქმა უნდა, თითქმის არავინ. შევსებული სუფრიდან ძველით ახალ წლამდე ყველაფერს მივირთმევთ. შესაბამისად,  ჩვენი ორგანიზმი იტვირთება და სხეულს კილოგრამები ემატება. ორ კვირაში მომატებული კილოგრამების დასაკლებად ხშირად ორი თვეც კი არ გვყოფნის, თუნდაც მკაცრი დიეტა დავიცვათ და ბოსტნეულის გარდა არაფერს გავეკაროთ. რაშია გამოსავალი?

 


ოქროს წესი - დაიკელით მაშინ, როცა მიირთმევთ - დიახ, ეს შესაძლებელია!

 


პირველი ნაბიჯი იმ კერძების კალორიულობის ცოდნაა, რომლებსაც მივირთმევთ. სადღესასწაულო კერძების უმეტესობა შეიცავს მაიონეზს, ხორცს, ყველს, კარაქს და სხვა ისეთ პროდუქტებს, რომელთა კალორიულობა მაღალია. შედეგად, კერძები უგემრიელესია, მაგრამ, ამავე დროს - მაღალკალორიული. აქედან გამომდინარე, საჭიროა იცოდეთ, თქვენი საყვარელი კერძები რა რაოდენობით კკალ-ს შეიცავს.

 

 


მოვიყვანთ ყველაზე პოპულარული სადღესასწაულო კერძებსა და პროდუქტებში კკალ-ების რაოდენობას:

 


•    ოლივიე - 162 კკალ
•    კრაბის სალათა - 157 კკალ
•    ბერძნული სალათა - 90 კკალ
•    შემწვარი საქონლის ხორცი - 227 კკალ
•    საქონლის ხორცი ჩაშუშული - 232 კკალ
•    შემწვარი ქათამი - 210 კკალ
•    ინდაური - 165 კკალ
•    წითელი თევზი - 230 კკალ
•    ქაშაყი  - 88კკალ
•    ყველი (საშუალოდ) - 350 კკალ
•    შებოლილი ძეხვი - 470 კკალ
•    სალიამი - 560 კკალ
•    ლორი - 270 კკალ
•    ზეთისხილი - 145 კკალ
•    ჟელეს დესერტი - 62 კკალ
•    მანდარინი - 33 კკალ


* კალორიულობა მოცემულია 100 გრამზე.

 


განსაკუთრებული მაღალკალორიულობით ალკოჰოლური სასმელები გამოირჩევა:

 


•    კონიაკი - 239 კკალ
•    არაყი - 235 კკალ
•    ვისკი - 220 კკალ
•    ნახევრად მშრალი შამპანური - 78 კკალ
•    წითელი ღვინო (მშრალი) – 68 კკალ
•    თეთრი ღვინო (მშრალი) – 66 კკალ
•    მოჰიტო - 149 კკალ
•    პინა კოლადა - 174 კკალ


* კალორიულობა მოცემულია 100 მლ-ზე.

 


კალორიების დაწვა მარტივი, ყოველდღიური საქმიანობით შეიძლება. მაგალითად, სეირნობის, ბავშვებთან ერთად თამაშის, სახლის დალაგების დროს. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ ზიხარ, ტელევიზორს უყურებ და პარალელურად აუთოებ. მით უმეტეს, რომ სახლის საქმეები დღესასწაულების პერიოდში წარმოუდგენლად იმატებს.

 


წარმოგიდგენთ გრაფიკებს, რა საქმიანობით შეგიძლიათ კალორიების დაწვა ამა თუ იმ კერძის მირთმევის შემდეგ.
 

 

რაც შეეხება დესერტებს:

 

 

როგორც აღვნიშნეთ, განსაკუთრებული მაღალკალორიულობით ალკოჰოლური სასმელები გამოირჩევა.