როგორ დავიკლოთ ახალ წელს მომატებული კილოგრამები და რა პროდუქტები აქვეითებს მადას - ლაშა უჩავას რჩევები - Gemrielia.ge

როგორ დავიკლოთ ახალ წელს მომატებული კილოგრამები და რა პროდუქტები აქვეითებს მადას - ლაშა უჩავას რჩევები

 

ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბას უჩი­ვის და ბევ­რის სურ­ვი­ლია, დი­ე­ტა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­იც­ვას, რომ სწრა­ფად გა­თა­ვი­სუფ­ლდეს "აკ­რე­ფი­ლი" კა­ლო­რი­ე­ბის­გან. ასეთ დროს უმე­ტე­სო­ბა ექიმ­საც მი­მარ­თავს.

 

ექიმს ჩვენც მივ­მარ­თეთ - ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­გორ მო­ვი­ცი­ლოთ ახალ წელს დაგ­რო­ვი­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბი, რო­გორ და­ვიქ­ვე­ი­თოთ შიმ­ში­ლის გრძნო­ბა და და­ვუბ­რუნ­დეთ ცხოვ­რე­ბის მშვიდ რიტმს.

 

 

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ყვე­ლა დღე­სას­წა­ულს, ახალ წელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა­ვენ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია კერ­ძე­ბი. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა გა­ჯე­რე­ბუ­ლია ნიგვზი­ა­ნი, ცხი­მი­ა­ნი და მძი­მედ მო­სა­ნე­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტე­ბით. ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში 4-5 კი­ლოგ­რამს იმა­ტებს. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ვუხ­მოთ ზო­მი­ე­რე­ბას, მაგ­რამ თუ ამას ვერ ვა­ხერ­ხებთ, გა­ვა­კე­თოთ გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბი, რათა ორ­გა­ნიზმს ზი­ა­ნი არ მი­ვა­ყე­ნოთ და არ დარ­ჩეს მი­ღე­ბუ­ლი ცხი­მე­ბი და კა­ლო­რი­ე­ბი ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში.

 

სა­ერ­თოდ, რაც უფრო მეტს ვჭამთ, მე­ტად გა­მო­მუ­შავ­დე­ბა ჰორ­მო­ნი ინ­სუ­ლი­ნი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რომ მა­დას უფრო აღ­ვი­ვებს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­თხოვ­ნი­ლე­ბა საკ­ვე­ბი­სად­მი იზ­რდე­ბა.

 

ორ­გა­ნიზ­მში ინ­სუ­ლი­ნის და­საქ­ვე­ი­თე­ბე­ლი ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა არ­სე­ბობს ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­სუ­ლი­ნის დო­ნეს აქ­ვე­ი­თებს, რაც მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ზეც მოქ­მე­დებს. ისი­ნი არა მარ­ტო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში უნდა მი­ვი­ღოთ, ჩვე­უ­ლებ­რივ დღე­ებ­შიც.

 

ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა და­რი­ჩი­ნი, რო­მე­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს ცე­ლუ­ლო­ზას, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბას და პე­რეს­ტალ­ტი­კა­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. გარ­და ამი­სა, და­რი­ჩინს აქვს ბევ­რი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა: ამ­ცი­რებს ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, ასე­ვე მოქ­მე­დებს სის­ხლში შაქ­რის დო­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ზე და ორ­გა­ნიზ­მში ხელს უშ­ლის ცხი­მის წარ­მოქ­მნას, ამ­ცი­რებს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, რო­გო­რიც არის ინ­ფარ­ქტი, ინ­სულ­ტი და და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს გუ­ლის კუნ­თის მუ­შა­ო­ბა­ზე. ასე­ვე აქ­ვე­ი­თებს ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს ორ­გა­ნიზ­მში.

 

 

- რა ფორ­მით უნდა მი­ვი­ღოთ და­რი­ჩი­ნი - ჩხი­რე­ბი ჩა­ი­ში ჩა­ვაგ­დოთ, თუ დაფ­ქვი­ლი ამა თუ იმ საკ­ვებს მო­ვა­ყა­როთ?

- ორი­ვე­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა. რაც მთა­ვა­რია, არო­მა­ტუ­ლია და მისი ყა­ვა­ზე ზე­მო­დან მოყ­რა არ არის ური­გო. შეგ­ვიძ­ლია, და­რი­ჩინს და­ვას­ხათ მდუ­ღა­რე წყა­ლი, გა­ვა­ჩე­როთ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დეგ და­მატ­კბობ­ლად ნა­ტუ­რა­ლუ­რი თაფ­ლი. მი­ღე­ბუ­ლი სი­თხე ლიმ­ნის წვე­ნით გა­ვა­ჯე­როთ, რომ არო­მა­ტიც მივ­ცეთ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი კომ­ბი­ნა­ცი­აც: ჩაი და­რი­ჩი­ნით, ჯან­ჯა­ფი­ლით, ანუ იგი­ვე კო­ჭა­თი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი თაფ­ლით. მა­დას ესეც აქ­ვე­ი­თებს, რად­გა­ნაც ვი­ცით, ჯან­ჯა­ფილს მა­დის და­მაქ­ვე­ი­თე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს, ამას­თან, ჯან­ჯა­ფილს აქვს უნა­რი, ორ­გა­ნიზმს ენერ­გია იმის­თვის შეჰ­მა­ტოს, რომ თავი სუს­ტად არ ვიგ­რძნოთ.

 

- თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ჯან­ჯა­ფი­ლი კუ­ჭის ლორ­წო­ვან გარსს აღი­ზი­ა­ნებს. რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ვი­ღოთ, ეს რომ არ მოხ­დეს?

- ჩა­ი­ში, ნა­ყე­ნის სა­ხით უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და არა საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია 2 ნა­ჭე­რი, თხლად დაჭ­რი­ლი ჯან­ჯა­ფი­ლი ერთ ულუ­ფა ჩა­ი­ში. მო­ვა­თავ­სებთ ჭი­ქა­ში, და­ვას­ხამთ წყალს, ჩა­ვაგ­დებთ და­რი­ჩი­ნის ჩხირს და მის ნა­ყენს, რო­გორც ჩაის მი­ვი­ღებთ. ჩა­ი­ში ნა­ყენ­საც შე­იძ­ლე­ბა და­რი­ჩი­ნი და ჯან­ჯა­ფი­ლი იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბით და­ვუ­მა­ტოთ და ასე­თი სა­ხით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 1-2 ფინ­ჯა­ნი მი­ვი­ღოთ.

 

 

- ჯან­ჯა­ფი­ლის გარ­და კი­დევ რა პრო­დუქტს აქვს იგი­ვე ეფექ­ტი?

- ასე­თი ბევ­რი პრო­დუქ­ტია, მათ შო­რის, შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ ყავა. დღე­ში 2 ფინ­ჯა­ნი უშაქ­რო ყავა მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა, ასე­ვე კვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ის 30 %-ით მე­ტა­ბო­ლიზმს აჩ­ქა­რებს, რაც ხელს უწყობს ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დაწ­ვას და უხე­შად რომ ვთქვათ, ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში, სი­მა­ძღრის გრძნო­ბას იწ­ვევს, ხსნის თა­ვის ტკი­ვილს და აუმ­ჯო­ბე­სებს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბას, ეს დი­ე­ტის დროს, სწო­რი კვე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. განაგრძეთ კითხვა...