არასოდეს გარეცხოთ ეს 8 ნივთი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში
ჭურჭლის სარეცხი მანქანა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო გამოგონებაა ადამიანებისთვის, რომლებსაც ჭურჭლის გარეცხვა ხშირად უწევთ. მართალია, მას ხელით რეცხვასთან შედარებით არაერთი უპირატესობა გააჩნია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მასზე უარი უნდა თქვათ და რეცხვის ტრადიციულ მეთოდს მიმართოთ, თუ გინდათ, რომ თქვენი ძვირფასი ჭურჭელი და ძვირადღირებული ნივთები (ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩათვლით) არ დაზიანდეს.
ასე რომ, წარმოგიდგენთ 8 ნივთს, რომელთა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვაც არ შეიძლება.
1. თუჯის ჭურჭელი - მასალიდან გამომდინარე უფრო საფუძვლიან წმენდას საჭიროებს.
2. ბროლი - შეიძლება გაიკაწროს ან გაიბზაროს.
3. ხის პროდუქტები - შეიძლება, ფორმა შეიცვალოს.
4. ტაფა, რომელიც კერამიკული დაფარვითაა (არ იკრავს) - ეს, მეტწილად, ბრენდზეა დამოკიდებული: ზოგიერთი მოდელის გარეცხვა შეიძლება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ზოგის - არა. თუ დანამდვილებით არ იცით, უმჯობესია ძველ წესს მიჰყვეთ და ხელით გარეცხოთ, თქვენი ძვირფასი ტაფები რომ არ დაზიანდეს.
5. სპილენძის ჭურჭელი - შეიძლება ფერი შეიცვალოს.
6. პლასტმასის ჭურჭელი, რომელზეც აღნიშნულია, რომ მხოლოდ ხელით უნდა გაირეცხოს.
7. მოოქროვილი ჭურჭელი - ასეთი კოვზებისა და ჩანგლების გარეცხვა ნამდვილად არ ღირს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, რადგან დაზიანების შანსი დიდია.
8. ჭურჭელი ეტიკეტით - კარგად დაუკვირდით ჭურჭელს, ეტიკეტი ხომ არ აქვს ზედაპირზე. მაღალ ტემპერატურაზე შეიძლება საფარს მოძვრეს და ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაჭედოს.