რა უნდა მივირთვათ საუზმედ, თუკი წონაში კლება გვსურს?
რა უნდა მივირთვათ საუზმედ, თუკი წონაში კლება გვსურს?

წონაში მატება კალორიების გადაჭარბებული მიღებითა და საკვები ნივთიერებების დისბალანსითაა განპირობებული. საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რითი ვიწყებთ დღეს.

 

ჩვენ გთავაზობთ  ჯანსაღი და დაბალანსებული საუზმის იდეებს მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად.

 

საუზმე

 

ეს საკვები მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. თუკი მას 1 თვის განმავლობაში მიიღებთ, დაინახავთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურა. დაახლოებით 3 კილოგრამს დაიკლებთ, ცხადია, თუ დღიურ კალორაჟს არ გაზრდით.

 

საუზმე1

 

იდეალური საუზმე

 

ინგრედიენტები :

 

შვრია - 4 ს/კ

კეფირი ან ნაკლებად კალორიული იოგურტი - 1 ჭიქა

ქლიავის ჩირი - 7 ცალი

სელის თესლი - 1 ს/კ

კაკაოს ფხვინი - 1 ს/კ

 

 

მომზადება:

 

1) ჯობს, საუზმის მომზადება საღამოს დაიწყოთ. ჩირს დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი.

2) აურიეთ კაკაო, სელის თესლი და შვრია, ამ მასას კი დაასხით კეფირი.

3) ამასობაში, დაჭერით ჩირი და დაუმატეთ სხვა ინგრედიენტებს. შედგით მაცივარში და გააჩერეთ დილამდე, დილით კი გემრიელად მიირთვით!

 

ამ საუზმის დახმარებით უზღვავი ენერგია გექნებათ დღის პირველი ნახევრისთვის და მომნელებელი სისტემაც მოგიწესრიგდებათ. შეგიძლიათ, დაუმატოთ დარიჩინი.

მასალის გამოყენების პირობები
17 იანვარი, 2020 10:03 a.m.
ნანახია: 3151