ცარიელი კუჭით დაძინება წონის კლებაში ვერ დაგეხმარებათ! - რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ვახშმის გამოტოვებამ?
ალბათ, ერთხელ მაინც გაგვიგონია, რომ ვახშამის გამოტოვებით რამდენიმე კილოგრამს მალევე დავიკლებთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ცარიელი კუჭით დაძინება სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს.
მოდი განვიხილოთ, რა მოხდება, თუ ვახშამზე სრულიად ვიტყვით უარს.
1. წონაში მატება
როგორც ვიცით, ადამიანები ვახშამზე მაშინ ამბობენ უარს, როცა წონაში კლება სურთ. საღამოს დიდი რაოდენობის საკვების მიღება ნამდვილად არ არის რეკომენდებული, თუმცა ჭამაზე უარის თქმა წონის მომატებამდე მიგვიყვანს.
როდესაც მუცელი ცარიელია, ორგანიზმში "შიმშილის" სიგნალები იგზავნება და თვითგადარჩენის მექანიზმი ირთვება, რომლის უნარი ბუნებრივად გვაქვს. შედეგად, მეტაბოლიზმისა და ცხიმების წვის პროცესი ნელდება.ყოვნდება.
ცხიმის წვის პროცესის პროვოცირებისთვის ექიმები გვირჩევენ, რომ ვჭამოთ მცირე პორციები მცირე შუალედით. წესი "6 საათის შემდეგ ჭამა არ შეიძლება" მათთვისაა, ვინც 9 საათზე იძინებს. თუმცა, თუ შუაღამით იძინებთ, შეგიძლიათ 8 საათზეც თავისუფლად, სინდისის ქენჯნის გარეშე მიირთვათ.
2. მეტაბოლიზმის დარღევა
თუკი ვახშმის გამოტოვება ხშირად გიწევთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლიზმის პროცესის დარღვევა და მეტიც, ინსულინის, ქოლესტერინისა და თირეოიდული ჰორმონის ცვლილებები.
3. ნაღველის გაღიზიანება
ექიმების მტკიცებით, თუკი საკვების მიღებებს შორის არის დიდი შუალედი, ნაღველი ღიზიანდება, რის შედეგადაც ნაღვლის ბუშტში კენჭები ჩნდება.
4. ინსომნია
როდესაც მუცელი ცარიელი გაქვთ, ტვინი ორგანიზმს არ აძლევს საშუალებას, რომ მოდუნდეს და დაისვენოს. ამან კი შეიძლება ქრონიკული უძილობა ანუ ინსომნია გამოიწვიოს.
5. უხასიათობა
როცა ორგანიზმში გლუკოზა ხვდება, ტვინი ენდორფინებს გამოყოფს. როცა ეს არ ხდება, ორგანიზმი სტრესის ჰორმონს ანუ კორტიზოლს გამოყოფს.
როცა ვახშამს არ ვიღებთ, ხასიათი გვეცვლება, შეიძლება მცირე დეტალმაც გაგვაღიზიანოს, სამყარო კი ნაცრისფერი მოგვეჩვენოს.