როგორ ამოვიცნოთ დაბალი ხარისხის ყავა მისი შემადგენლობის მიხედვით?
როგორ ამოვიცნოთ დაბალი ხარისხის ყავა მისი შემადგენლობის მიხედვით?

 

ყოველ დილით,  როცა გაღვიძებას ჭიქა ყავით ვიწყებთ, ჩვენს ჯანმრთელობასთან მის კავშირებზე სულაც არ ვფიქრობთ.  ყავის სასარგებლო და უარყოფით თვისებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება რომც მოვინდომოთ, ინტერნეტში ბევრ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებას წავაწყდებით.
მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს სანდო წყაროები, რომლებიც  უფრო სარწმუნოა, ვიდრე მაგალითად, ღრმად პატივცემული „ვიკიპედია“, რომელიც გვეუბნება, რომ თურმე ყოველდღიურად, მსოფლიოში 2.25 მილიარდ ჭიქა სხვადასხვა სახეობის ყავას ვსვამთ. განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კი ყველაზე მაღალი მოთხოვნა ხსნად ყავაზეა. ის პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც.
 

რა არის ხსნადი ყავა?


ხსნადი ყავა დევიდ სტრანგმა გამოიგონა და 1890 წელს დააპატენტა. მას შემდეგ, ის Stang's Coffee-ის სახელით იყიდებოდა.ხსნადი ყავა აპარატის ყავის დაფქული, უკვე „მოხარშული“, დამუშავებული ვერსიაა, რომელსაც მხოლოდ ცხელი წყლის დამატება და რამდენიმე წამი სჭირდება, რომ მომზადდეს.

 

საინტერესო ფაქტია, რომ  ხსნადი ყავის ერთჯერად შეფუთვებში, რომელიც აქტიურად გვხვდება ყველგან  დაახლოებით 1,8 გრამი ყავაა ჩაყრილი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას დამატებული აქვს ბარდა, სოიო, შვრია, ქერის ალაო, სხვადასხვა მცენარე, სტაბილიზატორები, სინთეტიკური კოფეინი და სხვა ნივთიერებები, რომელთა სინთეზიც ჯანმრთელობისთვის მავნებელია .ამასთან,ხსნადი ყავა რიგ შემთხვევებში შეიცავს, ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის კაკაო და დარიჩინი, რაც ხშირად გვხვდება ჭიქაში დალექვისას.


ავტორიტეტული გამოცემების ნაწილი იუწყება, რომ ხსნადი ყავის დიდი რაოდენობით მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, განსაკუთრებით კი გულთან, ღვიძლთან და კუჭთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

 

Healthguide.net-ის ინფორმაციით, დღეს, ხსნადი ყავა ნატურალური ნივთიერებების მხოლოდ 15%-ს შეიცავს, დანარჩენი კი სხვა დანამატებზე მოდის.


ხსნადი ყავის წარმოებისთვის ყველაზე გავრცელებულ პროცესად გაყინვის მეთოდით გამოშრობა მიიჩნევა - ყავას ყინავენ, მცირე ნაწილაკებად ჭრიან, რომელიც ვაკუუმში, დაბალ ტემპერატურაზე შრება.

 

 


ხსნად ყავას მწირი გემოვნური თვისებები აქვს


ყავის მოყვარულები ნამდვილი ყავის გემოს „ყალბისგან“ყოველთვის განარჩევენ. ხსნადი ყავა მწარმოებელმა უკვე „მოგიხარშათ“ და მხოლოდ წყლის დასხმაღა დატოვა საჭირო, სწორედ ეს უკარგავს მას როგორც გემოვნურ, ისე სასარგებლო თვისებების ნაწილს. ის ნედლ ყავასთან შედარებით, ნაკლებ კოფეინს შეიცავს. შესაბამისად, მოთხოვნილება გვიჩნდება, რომ კოფეინის დღიური დოზის მისაღებად, უფრო მეტი მოვიხმაროთ. მოხმარების ზრდა კი ორგანიზმში მეტი მავნე ნივთიერების დაგროვებას უწყობს ხელს. 


კოფეინი მოთხოვნასთან ერთად, ძვირადღირებული ნივთიერებაცაა. მისი ღირებულება რომ გამოითვალოთ, თავადაც დარწმუნდებით, რა რაოდენობით კოფეინს  შეიცავს ნედლი ყავა, რომელიც ადამიანისთვის მიღების დოზაა და რამდენად არის შესაძლებელი ის ხსნად პროდუქტში შეგვხვდეს. მაგალითად, კაფეში შეკვეთილი 450 მილილიტრი ყავა, რომელშიც საშუალოდ, 2$-ს ვიხდით, დაახლოებით, 330 მილიგრამ კოფეინს შეიცავს, თითო მილიგრამზე კი 0,61 ცენტი მოდის.


წარმოიდგინეთ, მისი ღირებულებიდან გამომდინარე, რამდენად არის შესაძლებელი,  ხსნადი ყავის ერთჯერადი შეფუთვა ან თუნდაც მთელი ქილა მისი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, საერთოდ შეიცავდეს კოფეინს და არ იყოს სინთეტიკური ნივთიერებით ჩანაცვლებული?! 

 


რატომ ღირს ხსნადი ყავა იაფი?


განვითარებულ ქვეყნებში ხსნადი ყავა იაფ პროდუქტად მიიჩნევა.  ევროპაში მასზე მოთხოვნა შემცირებულია. დაბალი ფასის მიზეზი კი მისი ხარისხთან არის დაკავშირებული.  სწორედ დაბალი ფასის გამო არის ხსნად ყავაზე უფრო მაღალი მოთხოვნა ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ცხოვრების დონე ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალია.


 

მასალის გამოყენების პირობები
29 იანვარი, 2020 10:37 a.m.
ნანახია: 585