სად მზადდება საუკეთესო ხინკალი ქალაქში?
თბილისში ბევრი რესტორანია, რომელთაც საუკეთესო ხინკლის მომზადებაზე აქვთ პრეტენზია, მაგრამ სინამდვილეში რომელია საუკეთესო?
2 Tons Craft Beer Tbilisi
ხინკლის საუკეთესო გემოვნურ თვისებებს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:
• ნატურალური პროდუქტები;
• გაუყინავი და მაღალი ხარისხის ხორცი;
• უმაღლესი სახეობის ფქვილი.
ის, თუ სად მზადდება საუკეთესო ხინკალი, სწორედ მომხმარებლებისგან უნდა გავიგოთ. რესტორნის წარმატების განსაზღვრის მთავარი კრიტერიუმიც ლოიალური მომხმარებელია.
კმაყოფილი და ერთგული მომხმარებლებით გამოირჩევა ლუდსახარში-რესტორანი „2 ტონა“. თუ მათ ფეისბუკგვერდზე მომხმარებლის შეფასებებს გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ მათი დიდი ნაწილი სწორედ ხინკალს უწევს რეკომენდაციას და აღნიშნავს, რომ იქ მთელ ქალაქში საუკეთესო ხინკალი აქვთ.
როგორც „2 ტონას“ მარკეტინგის დირექტორი ნინი ქავჟარაძე აღნიშნავს, წარმატების მთავარი საიდუმლო ხარისხშია, რომელიც გახსნის დღიდან მუდმივ მონიტორინგს გადის და მომხმარებლის უკუკავშირზე დაყრდნობით ყოველდღიურად უმჯობესდება.
„თამამად ვაცხადებთ, რომ „2 ტონა“ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და ხარისხიანი სივრცეა თბილისში. ყველა დეტალს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენთვის თითოეული სტუმარი უნიკალურია, ვისმენთ და ვითვალისწინებთ მათს შეფასებებს, რეკომენდაციებს; გულისყურით ვკითხულობთ მომხმარებლის ყველა კომენტარს სოციალურ ქსელში.
- მომხმარებელი აღნიშნავს, რომ თქვენთან საუკეთესო ხინკალია. რა განაპირობებს ასეთ შეფასებას?
- ჩვენთან ხინკალი ქართული, გაუყინავი ხორცით მზადდება, რაც მის გემოსა და სიჯანსაღეზე პირდაპირ მოქმედებს. მომხმარებელი ამას ამჩნევს და კმაყოფილია, რაც შეკვეთების რაოდენობაშიც გამოიხატება - 5 სახეობის ხინკალი გვაქვს და ყოველდღიურად 5 500-მდე ხინკალი მზადდება.
- კიდევ რომელი კერძები იმსახურებს მომხმარებლის განსაკუთრებულ მოწონებას?
- განსაკუთრებით პუპულარულია ხაჭაპური შამფურზე, რომელიც უმაღლესი ხარისხის სულგუნით მზადდება. ასევე, კანჭის მენიუ - ხორცი ლუდში იხარშება და საოცარ არომატს იძენს. ასევე, მოსულ სტუმრებს ძალიან უყვართ ქაბაბი, მწვადი და ქათმის ფრთები - მათზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. ჩვენთან აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ხარისხიან პროდუქტზე არის გაკეთებული, რადგან ეს ყოველივე არაჩვეულებრივ კომბინაციას ახდენს კრაფტლუდთან, რომელიც ჩვენი ლუდსახარშ-რესტორნის ერთგვარი სავიზიტო ბარათია.
- თქვენ ხართ პირველები, ვინც საქართველოში კრაფტ ლუდის წარმოება დაიწყო. რით გამოირჩევა იგი?
- კრაფტ ლუდს აქვს განსხვავებული გემო, არომატი და სტრუქტურა. ამავდროულად, არის სრულიად ფრეში. მას არ უკეთდება მავნე დანამატები და პასტერიზაცია, რის შემდეგაც ლუდი სრულად კარგავს ყველა დადებით თვისებას და წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის არასასურველ პროდუქტს. ამას გარდა კრაფტლუდის გამორჩეულობას კიდევ რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:
ამასთანავე, მათთვის დასამალი არაფერი გვაქვს, ამიტომ რესტორანში ღია სამზარეულო გვაქვს (დარბაზისგან გამჭვირვალე კედლით გამოყოფილი) და თითოეული მომხმარებელი თავისი თვალით ხედავს, როგორ მზადდება მისი საყვარელი კერძები.
2 Tons Craft Beer Tbilisi
• კრაფტ ლუდის ხარშვისას გამოიყენება ნატურალური, ნარჩევი ინგრედიენტები, მიუხედავად მათი რაოდენობისა და ღირებულებისა;
• კრაფტ ლუდი ლუდის ტექნოლოგების ხელით, შეზღუდული რაოდენობით იწარმოება;
• მეინსტრიმ ლუდისგან განსხვავებით, კრაფტ ლუდის თითოეული სახეობა სხვადასხვა ფერის (რაც ხარშვის პროცესზეა დამოკიდებული), გემოსი, არომატისა და სტრუქტურისაა; მისი ქაფი სქელი, გემრიელი და უფრო მდგრადია.
- საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპია, რომ ლუდი ასუქებს...
- სწორად აღნიშნეთ, რომ ეს სტერეოტიპია, რაც, ალბათ, იქიდან მოდის, რომ ლუდი საფუარს შეიცავს. ჩვენთან მომზადებულ კრაფტ ლუდში სხვადასხვა პრემიუმ კლასის საფუარი გამოიყენება, რომლებიც ალკოჰოლს წარმოქმნის სითხეში, ვიტამინების მდიდარ, ცოცხალ ნალექად იქცევა და ჭურჭლის ძირში იწრიტება.
მცირე რაოდენობით გამოყენებული საფუარი დანარჩენი ინგრედიენტების (სვია, ალაო, წყალი) სასარგებლო თვისებებსაც კი აუმჯობესებს. რეალურად, კრაფტლუდი არათუ ასუქებს, პირიქით, გასუქების რისკს ამცირებს ქალბატონებში განსაკუთრებით.
ამას გარდა მას არაერთი სასარგებლო თვისება გააჩნია: ის შეიცავს B ვიტამინის მთელ კომპლექსს, სელენიუმს და ჰიდრატებს, რა საკვირველია, ზომიერად მოხმარებისას. ასევე, ძალიან კარგია ძვლების სიმტკიცისთვის და ადამიანის ორგანიზმში დიაბეტის განვითარების რისკს 40%-ით ამცირებს. ამ და სხვა საინტერესო სასარგებლო თვისებების შესახებ ყოველ ორშაბათს ვუზიარებთ ინფორმაციას ჩვენს მომხმარებელს სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ლუდსახარში-რესტორანი „2 ტონა“ დედაქალაქის გარეუბანში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარეობს. ადგილმდებარეობა ბიზნეს კონცეფციიდან გამომდინარე სტრატეგიულად და მიზანმიმართულად შეირჩა. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე, 2019 წელს კომპანიამ გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე კიდევ ერთი „2 ტონა“ დაარსა, რომელშიც შედარებით დიდი მოცულობის ლუდსახარში დანადგარებია განთავსებული. ორივე რესტორანში მარტივი და კომფორტულია პარკირება.
(R)