„სადაა მანდ კიბორჩხალა!“ გაიგეთ სიმართლე „კრაბის ჩხირების“ შესახებ, სანამ მის ყიდვას გადაწყვეტთ - Gemrielia.ge

„სადაა მანდ კიბორჩხალა!“ გაიგეთ სიმართლე „კრაბის ჩხირების“ შესახებ, სანამ მის ყიდვას გადაწყვეტთ

კიბორჩხალას ჩხირები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტია, რომელსაც სალათებში იყენებენ. მაგრამ გიფიქრიათ, რეალურად რისგან მზადდება იგი და რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. თუკი აქამდე გეგონათ, რომ ისინი მართლა კიბორჩხლისგან მზადდებოდა, იმედი უნდა გაგიცრუოთ.


რისგან მზადდება რეალურად „კიბორჩხალას ჩხირები“?


ე.წ. კიბორჩხალას ჩხირების მთავარი ინგრედიენტი გელისმაგვარი კონსისტენციის „კანი სურიმია“, რომელიც სხვადასხვა სახეობის თევზის ხორცისგან მიიღება, ემატება სახამებელი, ხელოვნური სუნელები, საღებავები და სხვადასხვა დანამატი, რომ ნამდვილ კიბორჩხალას დაემსგავსოს ტექსტურითა და გარეგნულად.

 


„კიბორჩხალას იმიტაციის“ (როგორც კიბორჩხალას ჩხირებს უწოდებენ) წარმოება პირველად 1976 წელს იაპონურმა კომპანიამ დაიწყო. ერთი წლის შემდეგ „კიბორჩხალას ჩხირები“ იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი წარმოება სხვა კომპანიებმაც დაიწყეს და მალევე იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

 


კვლევების თანახმად, „კიბორჩხალას ჩხირების“ დასამზადებლად ყოველწლიურად 2-დან 3 მლნ-მდე თევზის (პოლოკი, კოდი, მაკერელი...) ხორცი გამოიყენება, რაც მთელი მსოფლიოს თევზის პოპულაციის 2-3%-ია.


რამდენად უსაფრთხოა კიბორჩხალას ჩხირები და რით განსხვავდება ნამდვილი კიბორჩხლისგან?


კიბორჩხალას ჩხირების კალორიულობა შედარებით დაბალია, მაგრამ, ნამდვილ კიბორჩხალასთან შედარებით, ასევე მცირე რაოდენობით შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა: ცილები, ვიტამინი B12, სელენი, თიამინი, ვიტამინი A, კალციუმი, კალიუმი და მანგანუმი.

 


ასე რომ, კიბორჩხალას ჩხირები:


•  კიბორჩხლის ხორცს საერთოდ არ შეიცავს;
   მეტ სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს, ვიდრე ცილას;
 არც ვეგეტარიანულია და არც ვეგანური;
 შეიძლება გამოიწვიოს ალერგია (გლუტენის შემცველობის გამო);
 შეიძლება შეიცავდეს მონოსოდიუმის გლუტამატს, რომელიც თავისა და კუნთების ტკივილს, საერთო სისუსტეს იწვევს;

 

 

დადებითი მხარეები:


 ხელმისაწვდომი ფასი;
 ფრინველისა და თევზის ხორცის ჩანაცვლებისთვის მარტივი საშუალება;
 ადვილად გამოსაყენებელი ინგრედიენტი სალათებისთვის.

 

ამის შემდეგ თქვენზეა დამოკიდებული, გამოიყენებთ ე.წ. კიბორჩხალას ჩხირებს, თუ მათ უფრო ჯანსაღი პროდუქტებით ჩაანაცვლებთ.