რატომ არის საშიში სამზარეულოს ნიჟარა და როგორ გავწმინდოთ იმით, რაც სახლში გვაქვს - Gemrielia.ge

რატომ არის საშიში სამზარეულოს ნიჟარა და როგორ გავწმინდოთ იმით, რაც სახლში გვაქვს

სამზარეულოს ნიჟარაში ჭურჭლის გარდა ისეთი პროდუქტები ირეცხება, როგორიც ხორცი, თევზი, ხილი და ბოსტნეულია. მიკრობები და საშიში ნივთიერებები, რომლებიც მათზე ნიადაგიდან ან გაყიდვის ადგილიდან ჩნდება, სრულყოფილად თუ არ მოშორდა ნიჟარას, არაერთი დაავადების განვითარების რისკს ზრდის.


გასწავლით მარტივ მეთოდს, თუ როგორ გაწმიდოთ სამზარეულოს ნიჟარა სრულყოფილად.


დაგჭირდებათ:


•    ჭურჭლის სარეცხი საპონი
•    ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი
•    ყინულის კუბები
•    მარილი
•    საცხობი სოდა
•    ძმარი


ინსტრუქცია:


1.    ნიჟარა თბილი წყლით აავსეთ და ჭურჭლის სარეცხი საპონი ჩააწვეთეთ. რამდენიმე წუთში საცობი აიღეთ და წყალი გაუშვით;

 


2.    ჭურჭლის სარეცხ ღრუბელზე მციროდენი საწმენდი საშუალება დააწვეთეთ და  გაწმინდეთ ნიჟარა.

 


3.    1 სკ მარილი და ყინულის კუბები მოათავსეთ წყლის გამავალ ადგილას, როგორც ფოტოზეა. დაელოდეთ, სანამ ყინული არ გადნება და წყალი ნიჟარიდან გაედინება.

 


4.    კვლავ გამოიყენეთ საცობი და წყლის გამავალ ადგილას ჩაყარეთ ½ ჭიქა საცხობი სოდა, დააყოვნეთ 1 საათით.

 


5.    ½ ჭიქა ძმარი დაასხით საცხობ სოდას და დააყოვნეთ ორი წუთით.

 


6.    მოხსენით საცობი და ერთი წუთის განმავლობაში ცივი წყლით გადარეცხეთ ნიჟარა.

 


ეს მეთოდი ნიჟარასაც გაასუფთავებს და წყლის მილსაც.

 


იმისათვის, რომ მიღებული შედეგი შეინარჩუნოთ, ყოველი მოხმარების შემდეგ ერთი წუთის განმავლობაში თბილი წყლით გადარეცხეთ ნიჟარა. სისუფთავესაც შეინარჩუნებთ და მილების გაჭედვასაც აირიდებთ თავიდან.