საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დ’ორ ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარდგება - Gemrielia.ge

საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დ’ორ ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარდგება

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დი და ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მია ბო­კუს დ’ორ ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტურ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წარ­დგე­ბა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აც­ნო­ბეს, სტა­ვან­გე­რის, ჟე­ნე­ვის, სტოკ­ჰოლ­მის, ბრი­უ­სე­ლის, ბუ­და­პეშ­ტი­სა და ტუ­რი­ნის შემ­დეგ, 2020 წლის 28 და 29 მა­ისს, ტა­ლი­ნი უმას­პინ­ძლებს Bocuse d’Or-ის ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტურ კონ­კურსს.

 

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი გა­მო­ფე­ნა საკუ არე­ნა­ზე შეკ­რე­ბილ, სფე­როს წამ­ყვან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­სა და ბრენ­დებ­თან ერ­თად, 20 ქვე­ყა­ნა დი­ნა­მი­ურ და სა­ნა­ხა­ობ­რივ ჩემ­პი­ო­ნატ­ში 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს.

 

„ბო­კუს დ’ორი, 30- წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ოთხი­ვე კონ­ტი­ნენ­ტი­დან, ახალ­გაზ­რდა და ნი­ჭი­ერ შეფ-მზა­რე­უ­ლებს აერ­თი­ა­ნებს.

 

 

2019 წელს, სა­ქარ­თვე­ლო ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და Bocuse d’Or-ის ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რი და პირ­ვე­ლად უმას­პინ­ძლა ქვე­ყა­ნა­ში ნა­ცი­ო­ნა­ლურ შე­სარ­ჩევ შე­ჯიბრს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ 2020 წელს სა­ქარ­თვე­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს Bocuse d’Or ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტურ კონ­კურ­სში. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ Bocuse d’Or ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­ჯიბ­რია, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არამ­ხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი შე­ფის­თვის წარ­მო­ად­გენს უპი­რო­ბო კა­რი­ე­რულ წინსვლას, არა­მედ თა­ვად ქვეყ­ნის პრეს­ტიჟს ამაღ­ლებს, მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აქ­ცევს მას და გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი და ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეს საგ­რძნობ­ლად ავი­თა­რებს.

 

სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დის სა­ხე­ლით, ჩემპტი­ო­ნატ­ზე ქვე­ყა­ნას წა­რად­გე­ნენ, პირ­ვე­ლი ბო­კუს დ’ორ სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ერიკ სარ­ქი­სი­ა­ნი, ბო­კუს დ’ორ სა­ქარ­თვე­ლო­სა პრე­ზი­დენ­ტი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, გუნ­დის მწვრთე­ლი ლუკა ნა­ჭყე­ბია და დამ­ხმა­რე მზა­რე­უ­ლის ამ­პუ­ლა­ში - ლუკა ხინ­კა­ლა­ძე.

 

ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტურ შე­ჯიბრში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შე­ფე­ბი, თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებს 2021 წელს, ლი­ონ­ში და­გეგ­მილ ფი­ნალ­ზე წა­რად­გე­ნენ, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი გა­მო­ფე­ნა სი­რას ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა.

 

ბო­კუს დ’ორ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი არის გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ბიზ­ნეს სა­კონ­სულ­ტა­ციო სა­ა­გენ­ტო გას­ტრო­ნავ­ტი, რო­მე­ლიც პრო­ექტს სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­ის ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით ახორ­ცი­ე­ლებს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.