ამაზე იაფი არაფერია - როგორ მოვამზადოთ სუზმე, სადილი და დესერტი „1-ლარიანი „ანაკომის სუპით“
ბევრისთვის „ანაკომის“ სუპი ყოველდღიური კვების რაციონის ნაწილია. არ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რამდენად ჯანსაღი თუ არაჯანსაღია იგი და „ანაკომის“ მოყვარულებს ვთავაზობთ 3-კომპონენტიანი სადილისთვის 3 რეცეპტს, რომელთა მომზადებისთვისაც მხოლოდ 1 „ანაკომის“ სუპის შეფუთვა დაგჭირდებათ.
„ანაკომისა“და ყველის სენდვიჩი
ინგრედიენტები:
• „ანაკომი“ - ნებისმიერი სანელებლით • პური - 2 ნაჭერი • ყველი • კარაქი შესაწვავად
მომზადების წესი:
მოამზადეთ და გადაწურეთ ანაკომი.
ტაფაზე კარაქი გაადნეთ და პურის ნაჭრები ორივე მხრიდან დაბრაწეთ. შემდეგ ორივე ნაჭერზე თითო-თითო ნაჭერი ყველი მოათავსეთ. ტაფას თავი დაახურეთ და რამდენიმე წუთით დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ.
ბოლოს ორივე ნაჭერი გადმოიღეთ თეფშზე, ერთ-ერთზე მომზადებული და გადაწურული ანაკომის ნუდლსი მოათასეთ, მეორე ნაჭერი თავზე დაადეთ და მიირთვით.
ქათმის ფილე აზიურად (გამარტივებული რეცეპტი)
ინგრედიენტები:
• „ანაკომი“ • ქათმის ფილე • ბროკოლი • მწვანე ხახვი • ნიორი • სოიოს სოუსი • სეზამის მარცვლები (სურვილისამებრ) • მარილი და პილპილი გემოვნებით • სუნელები სურვილისამებრ
მომზადების წესი:
ქათმის ფილე მოხარშეთ, დაჭერით კუბიკებად და ზეითუნის ზეთში დაბრაწეთ. მოამზადეთ და გადაწურეთ ანაკომის სუპი. მსუბუქად მოწალეთ ბროკოლი მარილწყალში.
ბოლოს ყველაფერი ერთ ჯამში აურიეთ, სოუსი და სასურველი სანელებლები მოაყარეთ და გემრიელად მიირთვით!
შოკოლადისა და „ანაკომის“ დესერტი ცხობის გარეშე
ინგრედიენტები:
• ანაკომი • შესქელებული რძე • მარილი და შაქარი გემოვნებით • 1 სკ მიწის თხილის კარაქი • შოკოლადი
მომზადების წესი:
ანაკომის ნუდლსი დატეხეთ (შეგიძლიათ, ცომის გასაბრტყელებელი გამოიყენოთ). მოათავსეთ ჯამში, შეურიეთ შაქარი, მარილი, მიწის თხილის კარაქი და კარგად აურიეთ. აიღეთ ოთხკუთხედი ფორმა (არ აქვს მნიშვნელობა მასალას), დააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი და დაასხურეთ ცხიმის სპრეი (ან უბრალოდ, მცენარეული ზეთი გადაუსვით). ფორმაში მოათავსეთ დესერტის მასა და ზედაპირი გადაუსწორეთ. თავზე მოასხით გამდნარი შოკოლადი და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათის განმავლობაში. დაჭერით სასურველ ფორმებად და მიირთვით!