„ოჯახური“ - ნატურალური სუნელ-სანელებლები თანამედროვე შეფუთვაში თქვენი გემრიელი კერძებისთვის - Gemrielia.ge

„ოჯახური“ - ნატურალური სუნელ-სანელებლები თანამედროვე შეფუთვაში თქვენი გემრიელი კერძებისთვის

სხვადასხვა ფერის, სურნელისა და არომატის სუნელ-სანელებლები კერძს გამორჩეულ და დასამახსოვრებელ გემოს აძლევს. საქართველოში სანელებლებს უხსოვარი დროიდან მოიხმარენ, შესაბამისად, მათი გემოს ფასიც ვიცით და ხარისხის გამოცნობაც შეგვიძლია.

 

წლიდან წლამდე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება  სუნელ-სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ, რაც მოსახლეობის შეშფოთების მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არჩევანი შევაჩეროთ ისეთი კომპანიის პროდუქციაზე, რომლის სანელებლებიც სისტემატიურად მოწმდება ლაბორატორიულად, მოსახერხებელ შეფუთვაშია მოთავსებული და, ამავე დროს, სასიამოვნო არომატით გამოირჩევა.

 

კომპანია „ოჯახური“ 2010 წლიდან აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის სუნელ-სანელებლებს, რომლებიც სასიამოვნო არომატით, ვიტამიების მაღალი შემცველობითა და ხელმისწავდომი ფასით გამოირჩევა.

 

 

გემრიელი სუნელ-სანელებლები გემრიელი კერძებისთვის

 

კომპანია „ოჯახური“ 76 სახეობის სუნელ-სანელებელს სთავაზობს მომხმარებელს. რაც მთავარია, მათი უმეტესობა საქართველოში მოყვანილი პროდუქტებისგან მზადდება და არის სრულიად ნატურალური, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე. პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, სასიამოვნო არომატით და ვიტამინების დიდი რაოდენობით, ამას განაპირობებს მისი 100%-ით ნატურალურობა. ნედლეული მუშავდება და მისგან ქართული ტრადიციების გათვალისწინებით იქმნება საბოლოო პროდუქტი.

პროდუქცია სისტემატიურად მოწმდება ლაბორატორიულად, რაც მისი უსაფრთხოებისა და სიჯანსაღის შენარჩუნების გარანტია. ეს არის ქართული ტრადიციებით შექმნილი პროდუქტი, რომელიც უკვე 10 წელია, მომხმარებლის საყვარელ ბრენდად რჩება.

 

 

შერეული სუნელ-სანელებლები კონკრეტული კერძისთვის

 

„ოჯახური“ არა მხოლოდ ერთი სახეობის (როგორიცაა: წითელი წიწაკა, კვლიავი, ძირა, ქინძი...), არამედ შერეულ სუნელებსაც აწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის სუნელ-სანელებლის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.

ასეთი შერეული სუნელ-სანელებლებია თითქმის ყველა კერძისთვის, მაგალითად: სუნელების ნაზავი თევზეულისთვის, ხორცისთვის, მწვადისთვის, ლობიოს, ფლავისა და ხარჩოს საკმაზი, ფარშის, სუპისა და საცივის სანელებლების კომპლექტი და სხვ.

 

 

 

 

ოჯახური ტრადიციები თანამედროვე შეფუთვაში

 

„ოჯახურის“ სუნელ-სანელებლები თანამედროვე, მოსახერხებელი შეფუთვით გამოირჩევა და რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია:

 

•    არის ძალიან კომპაქტური, ინახება ნებისმიერ ადგილას, არ იკავებს დიდ ადგილს სამზარეულოში და, შესაბამისად, არ არის საჭირო მისი ჭურჭელში გადატანა;
•    შეფუთვაში მოთავსებული ნებისმიერი სუნელ-სანელებელი სრულად ინარჩუნებს გემოს, სურნელს, არომატსა და სასარგებლო თვისებებს;
•    მოსახერხებელი ზიპ-ჩამკეტის დამსახურებით, შეფუთვაში არსებული პროდუქცია უსაფრთხოდ და სუფთად ინახება, არ გადმოიყრება და არც სხვა რამ მოხვდება მასში.

 

სუნელ-სანელებლები ნებისმიერ კერძებს აგემრიელებს, დასამახასოვრებელ და გამორჩეულ არომატს აძლევს. ნებისმიერი კერძი კიდევ უფრო გემრიელია „ოჯახურის“ სუნებთან ერთად.

 

®

 

#ოჯახური #სანელებლები #კომპანიაოჯახური