რატომ უნდა მიირთვან მწეველებმა რეგულარულად ბროკოლი
რატომ უნდა მიირთვან მწეველებმა რეგულარულად ბროკოლი

 

თამბაქოს კვამლი ასუსტებს იმუნურ სისტემას, აქვეითებს ამ უკანასკნელის უნარს ამოიცნოს და გაანადგუროს გადაგვარებული უჯრედები. მეტიც, თამბაქოს კვამლის გავლენით ზიანდება უჯრედების დნმ-ი, პროვოცირდება ავთვისებიანი პროცესები.
აღმოჩნდა, რომ ბროკოლი მნიშვნელოვნად აქვეითებს თამბაქოს მავნე გავლენებს ორგანიზმზე. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. 

ბროკოლი ლუთეინისა და სულფორაფანის უნივერსალური წყაროა, ეს ორივე ნივთიერება კი ძლიერი ანტიოქსიდანტია.  აღსანიშნავია აგრეთვე ინდოლ-3-კარბინოლის როლიც. ამ უკანასკნელს ძლიერი დეტოქსიკაციური ეფექტი აქვს.

ამგვარად, მწეველებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ მავნე ჩვევის უკუგდება, თამბაქოს ნეგატიურ გავლენათა "გასანეიტრალებლად" ბროკოლი მაინც უნდა მიირთვან რეგულარულად!

 

წყარო: mkurnali.ge

მასალის გამოყენების პირობები
25 თებერვალი, 2020 04:21 p.m.
ნანახია: 338