ნახეთ, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა ხორცის ჭამას წყვეტთ
ნახეთ, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა ხორცის ჭამას წყვეტთ

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველა ჩვენგანი ამბობს უარს ხორცზე. მიზეზი შეიძლება იყოს მარხვა, კვების ჩვევების შეცვლა თუ სხვ. საინტერესოა, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როდესაც ხორცის ჭამას ვწყვეტთ.


ანთებითი პროცესები მცირდება


ისეთი საკვები, როგორიცაა ხორცი, ყველი და სხვა, ანთებითი პროცესების გააქტიურებას იწვევს. ანთება, რომელიც თვეობით ან წლობით გრძელდება, ხელს უწყობს ათეროსკლეროზის, გულის შეტევის, ინსულტის, დიაბეტის განვითარებას.
ხორცისგან განსხვავებით, ბოსტნეული ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ანთებითი პროცესების წინააღმდეგ მოქმედებს.

 


სისხლში ქოლესტერინის დონე იკლებს


მაღალი ქოლესტერინი გულის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ხორცი (ცხოველისა თუ ფრინველის) დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, რაც სისხლში ქოლესტერინის დონის მომატების მიზეზი ხდება.
კვლევები აჩვენებს, რომ თუკი ადამიანი ბოსტნეულითა და მცენარეული საკვებით იკვებება, მის სისხლში ქოლესტერინის დონე 35%-მდე იკლებს. ამიტომაც არის, რომ ექიმები მედიკამენტური მკურნალობის გარდა ხორცზე უარის თქმასაც გვირჩევენ ხოლმე.

 


მიკრობიუმი გარდაიქმნება


ჩვენს ორგანიზმში არსებულ ტრილიონობით მიკროორგანიზმს ერთად მიკრობიუმი ჰქვია. ისინი არა მხოლოდ საკვების მონელებაში გვეხმარებიან, არამედ სწორედ მათი დამსახურებით ყალიბდება ჩვენი იმუნური სისტემა. კვლევებმა აჩვენა, რომ მიკრობიუმი დიდ როლს ასრულებს სიმსუქნის, დიაბეტის, ათეროსკლეროზის, ნაწლავებისა და ღრძილების ანთებითი დაავადებების დროს.
მცენარეული საკვები ხელს უწყობს ჯანმრთელი მიკრობიუმის ჩამოყალიბებას, ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების ზრდას. ხორცის პროდუქტების მიღების შემდეგ კი ნაწლავის ბაქტერიები ქმნიან ნივთიერებას (TMAO), რომელიც საბოლოოდ ტოქსიკურ პროდუქტად გარდაიქმნება.


მკვეთრად მცირდება II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი


კვლევების თანახმად, ცხოველური ცილები, განსაკუთრებით, წითელი და დამუშავებული ხორცი, II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ცხოველური ცხიმები, ჰემე (რკინა ცხოველური წარმოშობიდან), ნატრიუმის ნიტრატი და კონსერვანტი, რომლებიც ხორცის კონსერვაციისთვის გამოიყენება ხოლმე... ყველაფერი ერთად წონის მატებასა და ინსულინის ფუნქციონირების დარღვევას იწვევს.

 

 

იღებთ საჭირო ცილებს საჭირო რაოდენობით


გავრცელებული თვალსაზრისის მიხედვით, კვების რაციონიდან ხორცის მთლიანად ამოღება რეკომენდირებული არ არის, რადგან ხორცის საშუალებით ჩვენი ორგანიზმი საჭირო ცილებს იღებს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა იმაზე მეტ ცილას ვიღებთ, ვიდრე საჭიროა? ამ დროს ზედმეტი ცილა ცხიმად გარდაიქმნება, რაც საბოლოოდ წონის მომატების, გულის დაავადებების, დიაბეტის, ანთებისა და კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზი ხდება. ხოლო ცილა, რომელსაც მცენარეული საკვებიდან ვიღებთ, მრავალი დაავადებისგან გვიცავს.

მასალის გამოყენების პირობები
26 თებერვალი, 2020 12:21 p.m.
ნანახია: 933