როგორ შევქმნათ სახლში იდეალური სურნელი - 5 გენიალური და მარტივი იდეა - Gemrielia.ge

როგორ შევქმნათ სახლში იდეალური სურნელი - 5 გენიალური და მარტივი იდეა

დატვირთული დღის შემდეგ სახლში ბრუნდებით და უსიამოვნო სუნი გხვდებათ? წარმოიდგინეთ თქვენი უხერხულობა, თუკი გვერდს სტუმრებიც გიმშვენებენ და ელოდებიან, როდის შეუძღვებით სახლში. უხერხულია, არა?


ამ სტატიაში რამდენიმე ეფექტურ და მარტივ ხერხს გასწავლით, თუ როგორ შეინარჩუნოთ სახლში სუფთა, ჯანსაღი და სასიამოვნო სურნელი.


შვრია


არასასიამოვნო სუნის მიზეზი, პირველ რიგში, მაცივარი და ნაგვის ურნა შეიძლება იყოს. ამ დროს ნატურალური მხსნელი შვრიის ფანტელია. მოათავსეთ ცოტა შვრია ჯამში და მაცივარში შედგით, ცოტა კი ურნის ძირში ჩაყარეთ. ერთი შეხედვით, მარტივი ხრიკი ძალიან ეფექტურია.

 


დარიჩინი


დარიჩინის ჩხირები ჯადოსნური პროდუქტია. მოათავსეთ დარიჩინის ორი ჩხირი მდუღარე წყალში. სახლში საოცარი არომატი დატრიალდება. შეგიძლიათ სხვა არომატიც დაუმატოთ, მაგალითად, ვაშლი ან ვარდის ფურცლები.

 

 

სოდა


აბა, დაფიქრდით, უსიამოვნო სუნი სამზარეულოს ნიჟარიდან ხომ არ მოდის? ნახეთ ეს ეფექტური და მარტივი მეთოდი, რომელიც თქვენს ნიჟარას, ზედაპირიდან დაწყებული მილებით დამთავრებული, იდეალურად გაასუფთავებს.

 

 

ვანილი


პატარა ჯამში თბილი წყალი ჩაასხით და მასში ვანილი (ესენცია ან ფხვნილი) გახსენით. ჯამი რადიატორთან მოათავსეთ და დატკბით ვანილის სასიამოვნო არომატით.

ბონუსი: ვანილი საცხობ ფორმას მოაყარეთ და 15 წუთით 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ. ღუმელის კარის გაღება და სახლის ვანილის ალში გახვევა ერთი იქნება.

 

სუნამო


მიასხურეთ ჩამქრალ, ცივ ნათურას თქვენი საყვარელი სუნამო. ნათურა რომ გათბება, მთელ ოთახში სასიამოვნო არომატი დატრიალდება.