5 რჩევა როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა ავეჯით ისე, რომ არ გადაიტვირთოს
დღეს, ბინებს ძირითადად, მინიმალისტურად ან ვინტაჟური და თანამედროვე ელემენტების სინთეზით აწყობენ. პატარა ბინის შემთხვევაში, საქმე უფრო რთულდება, რადგან ავეჯი ისე უნდა შევარჩიოთ, რომ ჩვენ მიერ არჩეული დიზაინის კონცეფციას შეესაბამებოდეს და კომფორტულიც იყოს.
უცხოურ მედიაში პატარა ბინის მოსაწყობის ხერხებზე არაერთ სტატიას წააწყდებით, სადაც მცირე ზომის, კომფორტულ ავეჯზეა საუბარი, თუმცა რადგან ჩვენი ქვეყნის რეალობაზე ვსაუბრობთ, ქართული წარმოების, ხელმისაწვდომი, „ემბავუდში“ წარმოდგენილი ავეჯი შევარჩიეთ, რომელიც პატარა ბინაზეა გათვლილი:
1. უნდა შევარჩიოთ მცირე ან საშუალო ზომის დივანი, რომელიც 2-3 ადამიანზე მაინც იქნება გათვლილი
მცირე ზომის ბინაში ყველა კუთხე ფუნქციური უნდა იყოს. მცირე ზომის სასტუმრო ოთახისთვის უნდა შევარჩიოთ დივანი, რომელიც არც დიდ ადგილს დაიკავებს და მოსახერხებელიც იქნება. ეს დივანი თანამედროვე დიზაინის ბინაზე მორგებული, კომფორტული და მოსახერხებელია.
ხოლო თუ უფრო კლასიკური ვიზუალი გიზიდავთ, ფოტოზე ნაჩვენები სამეული ამ მხრივ, უნივერსალურია.
2. თუ სახლის ფართობი საშუალებას გაძლევთ, შეარჩიეთ საშუალო ზომის მაგიდა
ჟურნალების მაგიდა ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია, თუმცა როგორ ვიქცევით, თუ სტუმრები გვყავს?
დიზაინერები ხშირად გვირჩევენ, ადგილი საშუალო ზომის, მოსახერეხებელი მაგიდის დასადგმელად დავზოგოთ. როცა სტუმრები არ გვეყოლება, შეგვიძლია ის, სამუშაო სივრცედაც ვაქციოთ.
3. ტელევიზორის კუთხისთვის განკუთვნილი ავეჯიც ფუნქციური უნდა იყოს
ტელევიზორის კუთხეც სწორად უნდა ავითვისოთ. შეგვიძლია, შევარჩით ტელევიზორის სადგამი უჯრებით, სადაც სხვადასხვა საჭირო ნივთს მოუძებნით ადგილს და ვიწრო კარადა, სადაც მაგალითად, ალკოჰოლური სასმელისთვის განკუთვნილ ჭურჭელს შევაწყობთ.
4. საძინებელ ოთახში უნდა განთავსდეს მხოლოდ ის ავეჯი, რომელიც ნამდვილად გვჭირდება
არასაჭირო ნივთების მიერ შექმნილი გადატვირთულობა ძალიან დამღლელია. საძინებელ ოთახში კი ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებთ, ამიტომ ის კომფორტული უნდა იყოს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინტაჟურ სტილს ვანიჭებთ უპირატესობას თუ თანამედროვეს, საწოლი, კარადა, ერთი სარკიანი და ორი პატარა კომოდი სრულიად საკმარისი იქნება.
5. პატარა სამზარეულოს მოწყობისას ნათელ ფერებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა
როგორც წესი, სამზარეულო იმაზე მცირე ზომისაა, ვიდრე მისაღები და საძინებელი ოთახები, ამიტომ აქ მეტი „სიფრთხილე“ გვმართებს. შეგვიძლია, უფრო მეტი სივრცე ნათელი ფერებით გამოვკვეთოთ. ასევე, მეტი სივრცის შეგრძნება რომ შეიქმნას, მისაღები ოთახი და სამზარეულო ერთმანეთისგან კარით არ უნდა გავმიჯნოთ.