როგორ გავიძლიეროთ ორგანიზმი ვირუსის პრევენციისთვის?
როგორ გავიძლიეროთ ორგანიზმი ვირუსის პრევენციისთვის?

რა არის იმუ­ნი­ტე­ტი?

ბოლო პე­რი­ოდ­ში იმუ­ნი­ტე­ტი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა იმ უჯრე­დე­ბის, ცი­ლე­ბის, ქსო­ვი­ლე­ბი­სა და ორ­გა­ნო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცვე­ლო­ბით ფუნ­ქცი­ებს გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ.

სა­ნამ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას, აზ­რა­დაც არ მოგ­ვდის, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვენ­სა­ვე ორ­გა­ნიზ­მში. იმუ­ნი­ტე­ტის ხა­რისხზე გავ­ლე­ნას ახ­დენს სის­ხლის თეთ­რი უჯრე­დე­ბი - ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი. ისი­ნი ერ­თი­ან­დე­ბი­ან, ეძე­ბენ, ამო­იც­ნო­ბენ და უვ­ნე­ბელ­ყო­ფენ მტერს.

 

 

არ­სე­ბობს ორი ტი­პის ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი - ფა­გო­ცი­ტე­ბი და ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი. ფა­გო­ცი­ტე­ბი უცხო აგენ­ტებს პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ყლა­პა­ვენ, შთან­თქა­ვენ. ხოლო ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი ბრძო­ლის სხვა სტრა­ტე­გი­ას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ - უცხო აგენ­ტებს ეძე­ბენ, ამო­იც­ნო­ბენ და პირ­ველ დარ­ტყმას აყე­ნე­ბენ.

 

ვირუ­სე­ბი და იმუ­ნი­ტე­ტი

 

რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს თან­და­ყო­ლი­ლი იმუ­ნი­ტე­ტი, თუმ­ცა არა მუდ­მი­ვი. იმუ­ნი­ტე­ტის შე­სუს­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა გარე ფაქ­ტო­რებ­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს, რო­გო­რი­ცაა: მო­წე­ვა, ალ­კოჰო­ლი, არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა. და­ბა­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მთა­ვა­რი ნი­შა­ნი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ მო­წყვლა­დო­ბაა. გარ­და იმი­სა, რომ სუს­ტი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ინ­დი­ვი­დებ­ში ინ­ფექ­ცი­ე­ბი მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბა, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პე­რი­ო­დიც უფრო ხან­გრძლი­ვია. ეს ლო­გი­კუ­რი­ცაა, რად­გან ამ დროს შე­სუს­ტე­ბუ­ლია ორ­გა­ნიზ­მის მთა­ვა­რი დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცი­ე­ბი. რო­გორც ვი­ცით, 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში ახა­ლი ვირუ­სი შე­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ხე­ლით გავ­რცელ­და. ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ჯგუ­ფებ­ში პირ­ველ ად­გი­ლას ასა­ხე­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი აქვთ.

 

რა უნდა მი­ვირ­თვათ იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის?

 

იმი­სათ­ვის, რომ იმუ­ნი­ტე­ტი გა­ვიძ­ლი­ე­როთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩა­მო­ვი­ყა­ლი­ბოთ ჯან­სა­ღი ჩვე­ვე­ბი. 8 სა­ა­თი ძილი, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა, ვარ­ჯი­ში, მო­წე­ვის შე­წყვე­ტა, სტრე­სის შემ­ცი­რე­ბა - ეს ძი­რი­თა­დი მოქ­მე­დე­ბე­ბია, რი­თაც ჩვენს იმუ­ნი­ტეტს გა­ვაძ­ლი­ე­რებთ. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ჯან­სა­ღი კვე­ბაა. არ არ­სე­ბობს პრო­დუქ­ტე­ბის ფორ­მუ­ლა, რო­მელ­თა მი­ღე­ბით სწრა­ფად გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სებთ იმუ­ნი­ტეტს, თუმ­ცა არ­სე­ბობს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბის სია ვირუ­სე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

 

 

ხორ­ცი - უცხი­მო ხორ­ცი შე­ი­ცავს თუ­თი­ას, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სის­ხლის თეთ­რი სხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, ეს უკა­ნას­კნელ­ნი კი ჯან­მრთელ უჯრე­დებს ვირუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ბე­ბის­გან იცა­ვენ.

ყვი­თე­ლი ხილი და ბოსტნე­უ­ლი - ციტ­რუ­სე­ბი, გარ­გა­რი, სტა­ფი­ლო და სხვა. გარ­და c ვი­ტა­მი­ნი­სა, მათ­ში ბევ­რია ბეტა-კა­რო­ტი­ნი - ან­ტი­ოქ­სი­დან­ტი, A ვი­ტა­მი­ნის წი­ნა­მორ­ბე­დი, რო­მელ­საც იმუ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი აქვს.

რძის პრო­დუქ­ტე­ბი - რძის პრო­დუქ­ტე­ბი შე­ი­ცავს ყვე­ლა იმ ნივ­თი­ე­რე­ბას, რაც ორ­გა­ნიზ­მის სწო­რი ცხო­ველ­მოქ­მე­დე­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო. ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი, არა­ორ­გა­ნუ­ლი მა­რი­ლე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზმს ინ­ფექ­ცი­ებ­თან ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. მა­წო­ნი და კე­ფი­რი იმუ­ნი­ტე­ტის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

მწვა­ნე ჩაი - ეს პრო­დუქ­ტი მდი­და­რია ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბით. მწვა­ნე ჩაი შე­ი­ცავს ისეთ სა­სარ­გებ­ლო ამი­ნომ­ჟა­ვას, რო­გო­რი­ცაა L-თე­ა­ნი­ნი.

მასალის გამოყენების პირობები
2 მარტი, 2020 11:43 a.m.
ნანახია: 99