რა მოხდება, თუ ნიორს ყოველდღე შეჭამთ - Gemrielia.ge

რა მოხდება, თუ ნიორს ყოველდღე შეჭამთ

 

ნიორი ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს. თუმცა მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის. სტატიაში გაგაცნობთ 8 მიზეზს, თუ რატომ უნდა მიირთვათ ნიორი რეგულარულად.

 

1. უფრო მიმზიდველი გახდებით

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ნივრის სუნი კაცს ნაკლებად მიმზიდველს ხდის, თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს არასწორია. მამაკაცმა ორი "ნაჭერი" ნიორი უნდა მიირთვას პაემნამდე 12 საათით ადრე, რათა ქალზე შთაბეჭდილება მოახდინოს.

 

როგორც აღმოჩნდა, ქალები გიჟდებიან იმ კაცის სხეულის სურნელზე, რომელსაც ნიორი აქვს ნაჭამი. თუმცა, მეცნიერები ზუსტად ვერ ხსნიან, რატომ. შეიძლება მიზეზი ნივრის ანტიმიკრობულ თვისებებში იმალება, რაც ოფლის სუნს ანეიტრალებს.

 

image

 

2. თქვენი იმუნური სისტემა გაუმჯობესდება.


ის ფაქტი, რომ ნიორი ვირუსებისა და გაციებისგან გვიცავს, ჩვენი ბებია-ბაბუებისთვისაც ცნობილი იყო. თუმცა, მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ზამთარში გრიპისგან თავის ასარიდებლად ნიორი შეუცვლელი პროდუქტია. ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს, ზეთსა და ამინომჟავას, ასევე აქვს ანტიბაქტერიული თვისებები.

მნიშვენლოვანია, რომ ნიორი ჭამამდე კარგად უნდა გარეცხოთ, რათა დაავადებები აიცილოთ თავიდან.

 

image

 

3. სისხლის წნევა დაგირეგულირდებათ.

თუ მაღალი სისხლის წნევა გაქვთ, თქვენს საკვებ რაციონს აუცილებლად დაამატეთ ნიორი. სისხლის მაღალ წნევასთან ერთად ის თავის ტკივილსა და გულზე სიმძიმის შეგრძნებასაც გაგიქრობთ. ჰიპერტენზიის სამკურნალოდ საკმარისია, 4 "ნაჭერი" ნიორი მიიირთვათ. ამას გარდა, ნიორი 10-15%-ით ამცირებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. მარტივ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკი თითქმის ორჯერ მცირდება.

 

თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ნივრის ერთადერთ თერაპიად გამოყენება სწორი არ იქნება. სანამ მის გამოყენებას სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ გადაწყვეტთ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

 

image

 

4. თქვენი მეხსიერება გაუმჯობესდება.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ადამიანის სხეული და ტვინი ქიმიური დამჟავების გამო ბერდება, რის დროსაც საკვებისა და ჟანგბადის მიღების სანაცვლოდ ენერგიას გამოვყოფთ. ეს პროცესი უჯრედებს ანადგურებს, რის გამოც გარკვეული დროის შემდეგ კანი დუნდება, გონება კი ისეთი მახვილი აღარაა, როგორც ადრე. ანტიოქსიდანტები ადამიანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.

 

image

 

ფარმაცევტული კომპანიები ანტიოქსიდანტურ საშუალებებს ძალიან ძვირად ყიდიან. თუმცა, გამოსავალი არსებობს. შეგიძლიათ, მიირთვათ ნიორი, რომელიც უამრავი ანტიოქსიდანტური თვისებით გამოირჩევა და ძვირიც არ ღირს. ასაკში შესული ხალხი მას ალცჰაიმერისგან თავდასაცავად ეფექტურად იყენებს, ახალგაზრდებს კი ამ უბრალო პროდუქტის წყალობით მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლიათ.

 

წაიკითხეთ სრულად