რაც ეს მეთოდი მასწავლეს, კექსის ფორმას წამებში ვაპრიალებ! სცადეთ თქვენც - Gemrielia.ge

რაც ეს მეთოდი მასწავლეს, კექსის ფორმას წამებში ვაპრიალებ! სცადეთ თქვენც

გემრიელი კექსი გამოაცხვეთ, მაგრამ შეამჩნიეთ, რომ კექსის ფორმასაც „დაუგემოვნებია“ თქვენი დესერტი და გვერდებზე სქელ ფენად აქვს გამომცხვარი ცომი შერჩენილი. არ დანებდეთ და ფორმა ურნაში არ მოისროლოთ, რადგან მის გასაპრიალებლად მარტივ საშუალებას გასწავლით.

 

ფორმის გასაწმენდად დაგჭირდებათ:

 

  • ცხელი წყალი;
  • ჭურჭლის საწმენდი სითხე;
  • ჭურჭლის საწმენდი ჯაგრისი;
  • სოდა.

 

 

1. კექსის ფორმაში რამდენიმე წვეთი ჭურჭლის საწმენდი ჩააწვეთეთ და ცხელი წყალი ჩაასხით. დააყოვნეთ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით.

 

 

2. გადაავლეთ წყალი და მსუბუქად დაამუშავეთ ჭურჭლის საწმენდი ჯაგრისით გამდინარე წყლის ქვეშ. უხეშ მოძრაობებს მოერიდეთ, რომ ზედაპირი არ დაზიანდეს.

 

 

3. ფორმაზე დარჩენილ ცომს სოდა მარტივად მოაშორებს. მოაყარეთ სოდა ისე, რომ ზედაპირი (ძირი და გვერდები) დაიფაროს და კვლავ ჯაგრისით გახეხეთ.

 

 

4. წყალი გადაავლეთ და სულ ეს არის. თქვენი ფორმა გააშრეთ და შემდეგ გამოცხობამდე შეინახეთ.

 

 

იდეები კექსისთვის:

 

საოცრად ფაფუკი ლიმონის კექსი - სამარხვო რეცეპტი

ფორთოხლის კექსი ზეთისა და კარაქის გარეშე

ძალიან მარტივი კექსი არაჟნით - გემრიელი და ფუმფულა