აი, რა უნდა მიირთვათ, თუ გსურთ სწრაფად და ლამაზად გაირუჯოთ - Gemrielia.ge

აი, რა უნდა მიირთვათ, თუ გსურთ სწრაფად და ლამაზად გაირუჯოთ

იმისათვის, რომ კანი უკეთ მოემზადოს მზის სხივებთან შესახვედრად, დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების სწორად შერჩევას. ზოგიერთი საკვები გარუჯვის პროცესს აჩქარებს, ზოგი კი, პირიქით, ანელებს.

თუ გსურთ, რომ არდადეგების ბოლოს უნაკლო ოქროსფერი ნამზეურით მოიწონოთ თავი, უპირატესობა მიანიჭეთ ვიტამინ A-ს შემცველ პროდუქტებს. სწორედ ამ ვიტამინის დახმარებით აქტიურდება კანში მელანინის პიგმენტი, რომელიც გარუჯვას უზრუნველყოფს. ვიტამინი A იგივე რეტინოლი შედის ხორცში, რძის პროდუქტში, მოწითალო-ყვითელ ბოსტნეულში: სტაფილოში, ნესვში, წითელ წიწაკაში, მანგოში, გარგარში, ატმის ჩირში.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ A ვიტამინი ცხიმში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება და მისი უკეთ ათვისებისთვის, სასურველია მცირე რაოდენობის ცხიმიც მივიღოთ, მაგალითად, უმი სტაფილოს სალათი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით სასარგებლოცაა და ფიგურასაც არ ავნებს.

გარუჯვის დროს რეკომენდებული არ არის ცხიმებით  და შაქრით მდიდარი საკვების მიღება. სხვადასხვა სახის სოუსები, ნამცხვრები, ალკოჰოლი, ფრიტიურში მომზადებული საკვები გარდა იმისა რომ ძალიან კალორიულია, კანის დამწვრობასაც დააჩქარებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთი პროდუქტი გარუჯვის პროცესის შენელებასაც უწყობს ხელს. ასეთებია ძირითადად c ვიტამინით მდიდარი საკვები: ციტრუსები, ოხრახუში, მარწყვი, ანანასი, წიწმატი.