ნახევარფაბრიკატები, რომლებიც მარხვის პერიოდში გემრიელად კვებაში დაგეხმარებათ
მარხვის პერიოდში, როდესაც ორგანიზმი ისედაც შეზღუდული რაოდენობით იღებს საკვებს, მნიშვნელოვანია, იზრუნოთ, რომ არ გამოიფიტოთ და არ დასუსტდეთ. უნდა ეცადოთ, რომ მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ჯანსაღი სამარხვო პროდუქტები მიიღოთ. განსაკუთრებით დიდი მარხვების პერიოდში, მემარხულეები ხშირად მოიხმარენ ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც ადამიანებს დროის დაზოგვასა და კომფორტულად კვებაში ეხარება.
სწორედ ამიტომ დავინტერესდით, თუ როგორ მზადდება ბაზარზე ყველაზე პოპულარული საწარმოს „მზარეულის“ პროდუქცია და რამდენად მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.
რამდენი სახის სამარხვო პროდუქტს აწარმოებს „მზარეული“?
„მზარეული“ რამდენიმე წელია მომხმარებელს ნახევარფაბრიკატების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ათეულობით პროდუქტია მის ასორტიმენტში და მათ შორის, საკმაოდ ფართო არჩევანი ვეგეტარიანული, ვეგანური და სამარხვო პროდუქტების მიმართულებით. პელმენი კატოფილით, ვარენიკი კარტოფილით, სოკოთი, კატლეტი კარტოფილითა და სოკოთი, ასევე კარტოფილითა და წიწიბურით, ბლინი კარტოფილით, სოკოთი, ბრინიჯით და ტარხუნით. ეს პროდუქტები შეუძლიათ მიირთვან როგორც მარხვაზე მყოფმა ადამიანებმა, ასევე ვეგეტარიანელებმა და ვეგანებმა.
"მზარეულის“ ნახევარფაბრიკატები, ოჯახში მომზადებული გემრიელი, ხარისხიანი კერძის მსგავსი საკვებია, რომელიც დროს გვიზოგავს და ჩვენს ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს ხდის. პირადად მე და ბევრი ჩემი მეგობარი, ჩვენი რეჟიმიდან გამომდინარე, სახლში ვერ ვასწრებთ ყოველდღიურად კერძების მომზადებას. ნახევარფაბრიკატების მომზადებას კი ნაკლები დრო და ძალისხმევა ჭირდება.
გაყინვის რა ტექნოლოგიას მიმართავთ პროდუქციის წარმეობის დროს?
წარმოებისას გამოიყენება გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მზა პროდუქციაში საგემოვნო თვისებებისა და კვებითი ღირებულებების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. პროდუქტი იყინება სპეციალურ შოკმაცივრებში, რომელიც ძალიან სწრაფად -30 - 40 გრადუსზე ყინავს, შემდეგ კი ინახება -18 გრადუს ტემპერატურაზე.
გაყინულ პროდუქციაში რამდენად შენარჩუნებულია პროდუქციის სასარგებლო თვისებები?
პროდუქციაში სასარგებლო თვისებები შენარჩუნებულია. ხშირად საზოგადოებაში უნდობლობაა გაყინული პროდუქტის მიმართ. „მზარეულის“ პროდუქცია გაჯერებულია იმ ვიტამინებითა და სასარგებლო ელემენტებით, რაც ნედლი პროდუქტისთვისაა დამახასიათებელი, სწორედ ზემოთხსენებული გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგიის დამსახურებით.
ასევე დაცული შეფუთვაც, უზრუნველყოფს პროდუქტის ყველა სასარგებლო კვებითი თვისების შენარჩუნებას. ხარისხიანი შესაფუთი მასალა უზრუნველყოფს პროდუქტში ტენიანობის შენარჩუნებას და მის დაცვას გარე ზემოქმედების ფაქტორებისგან.
შესაფუთი მასალის ხარისხთან ერთად მნიშვნელოვანია შეფუთვაში დაცული იყოს შესაბამისი ატმოსფერო, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის ყველა სასარგებლო თვისების შენარჩუნებას.
როგორ ახერხებთ, რომ მზარეულის პროდუქციას ოჯახში დამზადებულის გემო აქვს?
გემო, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია საკვებ პროდუქტში. ჩვენმა ტექნოლოგებმა ტრადიციულ გემოებზე დაყრდნობით შეიმუშავეს თითოეული პროდუქტის რეცეპტი. ამიტომ „მზარეულის“ ასორტიმენტის გემოები ძალიან გავს სახლში მომზადებული კერძების გემოს.
გემრიელი პროდუქტის წარმოება მაღალი ხარისხის ნედლეულის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ნედლეულის ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი ევროპიდანაა შემოტანილი. კომპანია თანამშრომლობს მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქცია დამოწმებულია ლაბორატორიულად და ფლობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დამადასტურებელ სერთიფიკატებს.
აქვე დავამატებ, რომ „მზარეულის“ საწარმოში წლებია დანერგილია ISO და HACCP სტანდარტები, რასაც ზედმიწევით ვიცავთ და კიდევ ერთი გარანტია საუკეთსო პროდუქციის წარმოების.