როგორ მივხვდეთ, რომ კონსერვი გაფუჭებულია და როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები სახლის პირობებში - Gemrielia.ge

როგორ მივხვდეთ, რომ კონსერვი გაფუჭებულია და როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები სახლის პირობებში

კონსერვები არამალფულჭებადი საკვებია, რომელთა გამოყენებაც ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, შესაბამისად, თითქმის ყველა ოჯახშია. რამდენადაც გემრიელი და მარტივად გამოსაყენებელი, იმდენად საშიშია კონსერვი, თუკი გაფუჭებულია და ხშირად მწვავე ინტოქსიკაციის მიზეზიც ხდება.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ დაკონსერვებულ პროდუქტს შევიძენთ?

 

  პირველ ყოვლისა, ნუ შეიძენთ ისეთ კონსერვს, რომლის ქილაც დაზიანებულია. უფრო დიდი შანსია, რომ დაზიანებულ ქილაში ასევე გაფუჭებული პროდუქტი აღმოაჩინოთ.

 

  ნუ შეიძენთ პროდუქტს საეჭვო ადგილას, სადაც არ არის დაცული კონსერვის შენახვის ნორმები.

 

●  არ შეიძინოთ კონსერვი, რომლის ქილაც დაჟანგებულია, რადგან ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ პროდუქტი არც წყლისგან დაუცავთ და არც მზის სხივებისგან.

 

●  შეძენამდე კარგად დაათვალიერეთ ქილა. თუკი წებოვან მასას შენიშნავთ, დიდი შანსია, რომ პროდუქტს ქილიდან გამოეჟონა.

 

 

როგორ მივხვდეთ, რომ კონსერვი გაფუჭებულია?

 

●  დააწექით ქილის თავს. თუკი თავი ამობურცულია და ხელის დაჭერის შემდეგ დაბლა ჩადის, ასეთი ქილა უკვე საშიშია. როდესაც ბაქტერიები მრავლდება, მავნე ტოქსინები თავისუფლდება, რაც ქილის თავსახურის ამობერვას იწვევს. ეს ტოქსინები ადამიანის მოწამვლის და საბოლოოდ ისეთი საშიში დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება, როგორიც ბოტულიზმია.

 

●  ყურადღება მიაქციეთ ქილის გახსნის ხმასაც. თუკი ხმადაბალი, ხანმოკლე ხმა მოგესმათ, არ შეგეშინდეთ, ეს უბრალოდ ვაკუუმური შეფუთვის გახნის შემდგომი ხმაა, მაგრამ თუკი ხმა დიდხანს გრძელდება და თანაც ხმამაღალია, მაშინ კვლავ ტოქსინებთან გვაქვს საქმე და ასეთი კონსერვის ჭამა საშიშია. აჯობებს, ქილა ბოლომდე გახსნამდე გადააგდოთ.

 

●  თუკი ქილის გახსნის შემდეგ წყალი იფეთქებს, დაფიქრებაც არ ღირს, ისე უნდა გადააგდოთ კონსერვი.

 

 

●  ყოველთვის ენდეთ თქვენს ყნოსვას და თუკი კონსერვიდან ცუდს სუნს იგრძნობთ, ნუ გარისკავთ მის ჭამას.

 

●  თუკი ქილის გახსნის შემდეგ პროდუქტის ზედაპირზე ბუშტუკებს შეამჩნევთ, ეს ერთ-ერთი ნიშანია, რომ იგი უკვე გაფუჭებულია. ბუშტუკების დაგროვების მიზეზი ბაქტერიების ნარჩენებია.

 

●  ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ფერს. თუკი პროდუქტს გაუფერულება აქვს დაწყებული, ე.ი. უკვე გაფუჭებულია.

 

 

როგორ შევინახოთ კონსერვები, რომ არ გაფუჭდეს?

 

თუკი გარეგანი დათვალიერებით კონსერვი უსაფრთხოდ გამოიყურება, იმაზე უნდა იზრუნოთ, რომ პროდუქტი სახლში არ გაგიფუჭდეთ.

 

●  ქილა მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ. ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურასაც - რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით უფრო მეტხანს გაძლებს კონსერვი.

 

●  მოარიდეთ პროდუქტი მზის პირდაპირ სხივებს და გაითვალისწინეთ ტემპერატურის წესები, რომლებიც კონსერვთა უმეტესობას შეფუთვაზე აქვს მითითებული.

 

წყარო:urbansurvivalsite.com