სახალისო და საინტერესო ქართულენოვანი ონლაინგაკვეთილები ყველა ბავშვისთვის და... სიურპრიზები - Gemrielia.ge

სახალისო და საინტერესო ქართულენოვანი ონლაინგაკვეთილები ყველა ბავშვისთვის და... სიურპრიზები

 

არც ისე დიდი ხანია, მთელი მსოფლიო კორონავირუსის საფრთხემ პრაქტიკულად სახლებში გამოკეტა. რა თქმა უნდა, საქართველოც არ არის გამონაკლისი და ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დროულად მიიღეს გადაწყვეტილება სკოლა-ბაღების დაკეტვის და ონლაინ-სწავლების რეჟიმზეც გადავედით.


მშობლებისთვის ეს ახალი რეალობა სერიოზული გამოწვევაა. გარდა იმისა, რომ არსებული საფრთხეების თავიდან აცილებაზე, ჰიგიენაზე, ოჯახის ყოველმხრივ უზრუნველყოფაზე უნდა იზრუნონ, ასევე დიდი ამოცანა აქვთ - შინ დარჩენილი ბავშვების გართობა და მათი განათლებისთვის ყველანაირად ხელშეწყობა. რას აღარ იგონებენ, რომ ბავშვები ისე
გაართონ, ნაკლები იყოს გაჯეტების და კომპიუტერის წილი და მეტი - ჯანსაღი თამაშისა და შემეცნებით-საგანმანათლებლო საქმიანობის. კარგია, რომ სკოლებიც ნელ-ნელა ჩაერთნენ და ბევრი მოზარდი ონლაინსწავლების რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ყველა სკოლა ჯერ არც ჩართულა ამ პროცესში.

 

ამ დროს ალბათ განსაკუთრებულად სასიხარულოა ის სიახლე და პროექტი, რომლითაც ამ რთულ პერიოდში ნამდვილ მხსნელად მოევლინა მშობლებს კომპანია "სანტე". თუ აქამდე "სანტეს" პროდუქცია „ლოკო-მოკო“ ემსახურებოდა ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, ახლა კიდევ ერთ ახალ პლატფორმას ითვისებს ისევ მოზარდების სასარგებლოდ.

 

mshoblebi

 

კომპანიის ინიციატივითა და სრული ჩართულობით იწყება პროექტი, რომელიც მშობლებს დაეხმარება, გააყვანინონ ბავშვებს დრო შინაარსიანად. დღეში ორჯერ „ლოკო-მოკოს“ იუთუბ-არხზე და ფეისბუქგვერდზე დაიდება ვიდეო-გაკვეთილები სხვადასხვა სფეროდან -
ისტორია, ლიტერატურა, ინგლისური, მათემატიკა, ხელოვნება და ა.შ. ბავშვებისთვის ძალიან სახალისო და მისაღები ფორმით, არამომაბეზრებელი მოცულობით - მაქსიმუმ, 15-20 წუთი.
ყველა გადაცემის ბოლოს ბავშვები მიიღებენ დავალებას. შესრულებულ დავალებას გაგზავნიან „ლოკო მოკოს“ ფეისბუქ-გვერდის პირად შეტყობინებაში. ყოველი დავალების შესრულებისას მიიღებენ მედლებს, რითაც კიდევ უფრო წაახალისებენ მათ შემეცნებისკენ, ხოლო ვინც ყველაზე მეტ მედალს დააგროვებს, ის მიიღებს სიურპრიზს „ლოკო მოკოსგან“.
ახალ-ახალი ვიდეოები ყოველდღე განთავსდება, 15:00 და 21:00 საათზე. 

ეს ნამდვილად ისეთი სიახლეა, ბავშვებსა და მშობლებს რომ ერთნაირად გაუხარდებათ. ასე რომ, მალე ჩაერთეთ. იყავით ჯანმრთელები და საინტერესოდ, შინაარსიანად გაატარეთ ეს დრო.

 

 

R