თრგუნავს შიმშილის გრძნობას, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას... - როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი გასახდომად - Gemrielia.ge

თრგუნავს შიმშილის გრძნობას, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას... - როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი გასახდომად

ჯანჯაფილი უძველესი დროიდანაა ცნობილი. მისი არომატი უხდება ნამცხვრებს, ხორცეულს, ლიმონათებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლიზმს. კიდევ ერთი სასარგებლო თვისება, რითაც ჯანჯაფილი, იგივე კოჭა გამოირჩევა, არის შიმშილის გრძნობის დათრგუნვა, რითიც გახდომას უწყობს ხელს.

თუ ყოველი სადილის წინ, ცოტა ხნით ადრე ჯანჯაფილის ჩაის მიირთმევთ, ნამდვილად შეამცირებთ მოხმარებული საკვების რაოდენობას. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჯანჯაფილის ჩაი სასწაულებს არ ახდენს და ერთბაშად არ გააქრობს ზედმეტ კილოგრამებს. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია კვების კონტროლი და მავნე პროდუქტებზე უარის თქმა, როგორიცაა გაზიანი სასმელები, ფასტ-ფუდი, მაიონეზი და ა.შ. 

გთავაზობთ ჯანჯაფილის ჩაის რამდენიმე რეცეპტს:

უბრალო, მარტივი ჩაი:

1 კოვზ გახეხილ ჯანჯაფილს დაასხით 200 გ წყალი და 7-10 წუთი ადუღეთ. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ ჭამის წინ. შეგიძლიათ მწვანე ან შავი ჩაი დაამატოთ.


ჯანჯაფილის ჩაი ლიმონით და დარიჩინით

მზა ჩაიში ჩააგდეთ ლიმონისა და ფორთოხლის ნაჭერი, დარიჩინის ჩხირი და დააყენეთ 20 წუთი. გემრიელია და სასარგებლო.

გვირილიანი ჩაი

გვირილას დაასხით მდუღარე და დააყენეთ. ჩაამატეთ გახეხილი ჯანჯაფილიც. დალევამდე გაწურეთ. ასეთი ჩაი ტონუსს შეგმატებთ და იმუნიტეტსაც გაგიმაგრებთ.


ჯანჯაფილის ჩაი კიდევ ბევრნაირად შეიძლება დამზადდეს. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ ჩაამატოთ ასკილი, პიტნა, წიწაკაც კი.

ჩაის გარდა, შეგიძლიათ სალათებშიც დაამატოთ, მაგრამ სასურველი არ არის ერთბაშად 6 გრამზე მეტის მიღება. ასევე არასასურველია ჯანჯაფილის მიცემა  2 წლამე ბავშვებისთვის.

ნუ მიიღებთ ძილის წინ, რადგან ამ არომატულ ფესვს მატონიზირებელი ეფექტი აქვს და ტკბილ ძილში ხელს შეგიშლით.