როგორ შევამციროთ ვირუსით დასნებოვნების რისკი მაღაზიაში - Gemrielia.ge

როგორ შევამციროთ ვირუსით დასნებოვნების რისკი მაღაზიაში

 

გთავაზობთ კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა შევამციროთ ვირუსით დასნებოვნების რისკი მაღაზიაში:

1. შეარჩიეთ ისეთი დრო, როდესაც მაღაზიაში ყველაზე ნაკლები რაოდენობის ხალხი იქნება.

2. მაღაზიაში შესვლის წინ გაიკეთეთ პირბადე.

3. დაიცავით სხვა მომხმარებლებსა და მაღაზიის კონსულტანთებთან შესაბამისი დისტანცია. მაქსიმალურად მოერიდეთ ადამიანებს, ვინც აცემინებს და ახველებს.

4. არ შეეხოთ ხელით სახეს, თვალებს, ცხვირისა და პირის მიდამოს.

5. გადაიხადეთ უკონტაქტო ბარათით ან სმარტფონის აპლიკაციით.

6. გამოიყენეთ ანტისეპტიკური გელი, ხოლო სახლში დაბრუნებისას კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.

7. თუ საკვებს, სახლში მოტანის სერვისს უკვეთავთ, შეკვეთის საფასური გადაიხადეთ წინასწარ ბარათის საშუალებით.
 

8. მინიმუმამდე დაიყვანეთ კურიერთან კონტაქტი. სთხოვეთ, რომ შეკვეთა კარებთან დაგიტოვოთ.

 

წყარო: mkurnali.ge