როგორ მოვაგვაროთ ხელის ხშირი ბანვით გამოწვეული სიმშრალის პრობლემა - Gemrielia.ge

როგორ მოვაგვაროთ ხელის ხშირი ბანვით გამოწვეული სიმშრალის პრობლემა

 

იაპონიაში გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში სეზონური გრიპის გავრცელების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია. მიზეზად კი იმას ასახელებენ, COVID 19-ით დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად ისინი უფრო ხშირად იბანენ ხელს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ. აღნიშნულის შესახებ ქართველი ექიმებიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მიმდინარე პერიოდში სეზონური გრიპის უფრო მეტ შემთხვევებს ელოდნენ, თუმცა მათი რაოდენობა უფრო ნაკლები აღმოჩნდა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ანალოგიურია, ხელებს უფრო ხშირად ვიბანთ და შესაბამისად, ვკლავთ ჩვენს სხეულზე არსებულ ყველა ვირუსის ბაქტერიებს. 

 

ხელების ხშირი ბანვით გამოწვეული სარგებელი ძალიან დიდია, მაგრამ მეორე მხრივ, ხშირი ბანვით თავად ხელის კანი ძალიან შრება, ღიზიანდება, წითლდება და რიგ შემთხვევაში, ჩნდება მცირე ნახეთქებიც კი. მათგან თავის დაცვა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი ამ პერიოდში, რადგან ხელების დაბანას ანტიბაქტერიული საპნით გვირჩევენ, რომელიც კიდევ უფრო მეტად აშრობს კანს, ვიდრე მცენარეული საპნები.

 

ხელის კანის განსაკუთრებულად გამოშრობას ხელს უწყობს ის ფაქტებიც, რომ სახის კანთან შედარებით, ხელის მტევნებზე კანი შეიცავს 4-5-ჯერ ნაკლებ წყალს, ამიტომ,  ხშირად მშრალი და გაუწყლოებულია. ხელებზე კანი თხელია, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით, აქ პრაქტიკულად არ არის ცხიმოვანი კანქვეშა შრე. 

 

გარდა იმისა, რომ ხელებს განსაკუთრებულად ხშირად ვიბანთ, თვითიზოლაციის პერიოდში სამზარეულოშიც უფრო მეტ დროს ვატარებთ, მეტ კერძს ვამზადებთ და მეტ ჭურჭელს ვრეცხავთ. ჭურჭლის სარეცხი საშუალებები ხელის კანს საპონზე მეტად აშრობს. მეორე მხრივ, მრავალფეროვანი კერძების გაკეთებისა და კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარების დროს უფრო ხშირად ვიწვავთ ხელს, ცხელი ტაფა და ზეთის შხეფები თავის კვალს ამჩნევს ჩვენი ხელის კანზე.  

ხელის გამომშრალი და დამწვარი კანის მოსავლელად შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია:

 

 

•    დაიმასაჟეთ კანის ზედაპირი. მსუბუქი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შედეგად კი კანის უჯრედებს მიეწოდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები. შესაბამისად, მისი აღგენა უფრო მარტივად ხდება.
•    ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად დალიეთ დღეში დაახლოებით 2 ლიტრი წყალი.
•    საკვები რაციონი გაამდიდრეთ A და ჩ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით, ასევე, მარცვლეული კულტურით, კაკლით, ხილითა და ბოსტნეულით. მეორე მხრივ, შეზღუდეთ კოფეინისა და კაკაოს შემცველი პროდუქტების მიღება.
•    რეცხვის დროს გამოიყენეთ სპეციალური ხელთათმანები.
•    სწორად დაიბანეთ ხელები. ეს ნიშნავს, რომ დაბანა უნდა მოხდეს ოთახის ტემპერატურის წყლით. ცივი წყალი ხელის კანს აუხეშებს, აწითლებს, იწვევს აქერცვლასა და დასკდომას, ხოლო ძალიან ცხელი წყალი კანს ცხიმს აცლის და აშრობს.
 

 

აღნიშნული რჩევები დაგეხმარებათ, რომ ხელები არ გამოგიშრეთ, მაგრამ თუ თქვენ უკვე გამომშრალი კანი გაქვთ და ნახეთქებიც გაწუხებთ, მაშინ დაგჭირდებათ სპეციალური კრემებიც, რომელიც პრობლემას მოგიგვარებთ და მისი გამწვავების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.

 

 

სასურველია, რომ ძლიერი დამატენიანებელი ხელის კრემი ყოველდღიურად გამოიყენოთ. თუმცა პარალელურად დაგჭირდებათ უფრო ძლიერი საშუალება, როგორიცაა კრემი „რეკრეოლი“. ეს არის აღმდგენი საშუალება და შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დექსპანთენოლს, რომელიც ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალო პრეპარატთა ჯგუფს მიეკუთვნება. ორგანიზმის ქსოვილებში დექსპანთენოლი პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება. პანთოტენის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. კრემი „რეკრეოლის“ გამოიყენება კანის ზედაპირული დაზიანებების  და ასევე კანის ანთებითი პროცესების, დამწვრობების დროს.

„რეკრეოლისა“ თუ სხვა ნებისმიერი დამატებიანებელი კრემის გამოყენების დროს ყველა თითი ცალ-ცალკე დაამუშავეთ, კრემი კი ნელი წრიული მოძრაობით შეიზილეთ.