როგორ გავხალისდეთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს - Gemrielia.ge

როგორ გავხალისდეთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს

 

სახლში ყოფნის პირველი კვირა ყველასთვის სასიამოვნო იყო. დავისვენეთ, გავიხსენეთ ერთად სადილობისა თუ ვახშმობის ძველი ტრადიციები, ოჯახის წევრებთან ბევრი დრო გავატარეთ, რაც ყოველთვის გვაკლდა, საყვარელი წიგნებიც გადმოვალაგეთ და კითხვა დავიწყეთ, მაგრამ სახლში ყოფნა მაინც მოგვბეზრდა. და თან არ დაგვავიწყდეს, რომ ისიც არ ვიცით, როდის დასრულდება ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და როდის შევძლებთ სახლებიდან გასვლას. სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ რამე ისეთი, რაც გაგვახალისებს და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგვეხმარება.

 

შეცვალეთ ინტერიერი

 

 

ინტერიერის შეცვლა არასდროს არის ზედმეტი.  განსაკუთრებით კი ახლა, როცა სახლში დიდ დროს ატარებთ. წარმოიდგინეთ, რომ დიზაინერები ხართ და მოიმარჯვეთ საღებავები, ფანტაზიას ნუ შეზღუდავთ და შეღებეთ ან მოხატეთ კედლები. შეგიძლიათ წინასწარ ტუტორიალებიც ნახოთ და იდეებიც მოგივათ. შექმენით კედლის ხელნაკეთი აქსესუარები. გადაადგილეთ ავეჯი. გაიხსენეთ, როგორ სახლში ცხოვრებაზე ოცნებობდით და ეცადეთ, მაქსიმალურად დაამსგავსოთ მას თქვენი სახლი. ნუ მოერიდებთ ექსპერიმენტებს ოჯახის წევრებთან ერთად. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც დრო ოჯახთან ერთად მაქსიმალურად მხიარულად უნდა გაატაროთ.

 

 


ჩაატარეთ ექსპერიმენტები

 

 

თვითიზოლაცია და კარანტინი საუკეთესო დროა ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ეს შეიძლება იყოს კულინარიული ექსპერიმენტები, რადგან მუდმივად სახლში ყოფნის დროს მეტი კერძის გაკეთებაც გიწევთ. ნახეთ შეფების საუკეთესო კერძების რეცეპტები და წარმოიდგინეთ, რომ თქვენც შეფმზარეული ხართ, ჩართეთ კრეატივი და შექმენით თქვენი საკუთარი რეცეპტები. ამით თქვენი ოჯახის წევრებს ძალიან ასიამოვნებთ და თან განსაკუთრებული პრიზების მიღების შესაძლებლობაც გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ, მონაწილეობა მიიღოთ „სლობოდას“ კონკურსში, მოიფიქროთ ახალი კერძი „სლობოდას“ მაიონეზის გამოყენებით, გაგზავნოთ ფოტო და ყველაზე მეტი მოწონებების მოგროვების შემთხვევაში მიიღოთ მულტისახარში ქვაბი, სლობოდას პროდუქცია ან ბლენდერი და სლობოდას პროდუქცია. გახსოვდეთ, დრო შეზღუდულია. ფოტოს გაგზავნა 8 აპრილამდე უნდა მოასწროთ.

 

 

გაიხსენეთ ბავშვობის ჰობი

 

 

ბავშვობაში კარგად ქსოვდით? თუ ქარგვა გერჩივნათ? იქნებ ორიგამი იყო თქვენი საყვარელი საქმიანობა. ალბათ, საკუჭნაოს კუთხეში თქვენი ძველი ნამუშევრები შენახულიც გაქვთ. თქვენ თუ არა, დედას მაინც აუცილებლად ექნება შენახული. გადმოალაგეთ ისინი, გაიხსენეთ ძველი ემოციები, რომლებიც მათთან გაკავშირებდათ და ეცადეთ ახლებიც გააკეთოთ. ეს ძალიან დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ და პოზიტიურ, იმედიან განწყობას შეგიქმნით. შექმენით პატარა ხელნაკეთი ნივთები თქვენი ახლობლებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის. აღნიშნულით მათ ძალიან ასიამოვნებთ და თქვენდამი პოზიტიური ემოციებით განაწყობთ.