როგორ გავხადოთ თვითიზოლაციისას კერძების მომზადების პროცესი უფრო სახალისო? - Gemrielia.ge

როგორ გავხადოთ თვითიზოლაციისას კერძების მომზადების პროცესი უფრო სახალისო?

თვითიზოლაციის პერიოდს ბევრი ჩვენგანი ისეთი უნარების აღმოსაჩენად იყენებს, რისი არსებობის შესახებაც აქამდე არ ვიცოდით ან გამოვლენისთვის დრო არ გვქონდა. მათ შორის არის ხატვა, ქსოვა, მებაღეობა, სიმღერა, კულინარია და მიმართულებები, რომელიც შემოქმედებით უნარებს მოითხოვს. 


ამ ჩამონათვალიდან ყველაზე ხშირად, სოციალურ ქსელებში ვხედავთ მეგობრების მიერ მომზადებულ კერძებს, რომელსაც აღწერაში უწერიათ - „პირველი ცდის შედეგი“, „თვითონაც არ მჯერა“, „მგონი ჩემი მოწოდება ვიპოვნე“ და ა.შ. ასეთი პოსტების შემდეგ, შეიძლება, თავადაც გაგვიჩნდეს კულინარიაში უკეთ გათვიცნობიერების სურვილი. თუ დამწყებები ვართ, წინ იმაზე სასიამოვნო და საინტერესო პროცესი გველოდება, ვიდრე წარმოგვედგინა. 


იმისათვის, რომ კერძის მომზადების პროცესი უფრო სასიამოვნო გახდეს და თვითიზოლაციის დღეებმაც ისე „გაიფრინოს“, რომ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი კვალი არ დატოვოს, შეგვიძლია, ჩამოთვლილი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ:


1.    თუ დამწყები მზარეული ხართ, კერძის მომზადებამდე წინასწარ მოიფიქრეთ, კონკრეტულად, რისი გაკეთება გსურთ;


2.    მოიმარაგეთ ყველა პროდუქტი, რომ დანაკლისმა დისკომფორტი არ შეგიქმნათ;


3.    მომზადების პროცესში ჩართეთ მუსიკა, ხმას აუწიეთ და თქვენც აყევით მას;


4.    თუ ბავშვები გყავთ, შეგიძლიათ, მომზადების პროცესში ჩართოთ და მარტივი დავალებები მისცეთ;


5.    სორტირებისას ჩართეთ ფანტაზია, რომ კერძი უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს;


6.    თუ აქამდე  სამზარეულოში ნივთები ქაოტურად ეწყო და მათი ძებნა გიწევდათ, ახლა შეგიძლიათ, ყველაფერი თქვენზე მოირგოთ;


7.    დაივიწყეთ პერფექციონიზმი, რადგან თქვენ ჯერჯერობით არ ხართ პროფესიონალი. მთავარია, მომზადებული კერძი გემრიელი იყოს, ტექნიკას კი ნელ-ნელა დახვეწთ;


8.    ჩაერთეთ კულინარიულ კონკურსებში. ეს დამატებით სტიმულს მოგცემთ, თქვენი ახალი ჰობი კიდევ უფრო განავითაროთ.

 

 

კონკურსებზე უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, საყოველთაო კარანტინიდან გამომდინარე, ბევრი კომპანია სახალისო, დისტანციურ შეჯიბრებს გვთავაზობს. მაგალითად,  „სლობოდამ“ დაიწყო ზეთის  კონკურსი, რომელსაც მარტივი და სახალისო პირობები აქვს: უნდა გადაიღოთ ვიდეო, როგორ ამზადებთ კერძს „სლობოდას“ ზეთის გამოყენებით  და ამავდროულად, საყვარელი სიმღერის თანხლებით, მონიშნოთ „სლობოდას“ „ფეიბუქის“ გვერდი და ვინც ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს, კომპანიისგან დასაჩუქრდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონკურსი 8 აპრილს სრულდება.

 
ახლად აღმოჩენილი ჰობისგან ასეთი სარგებლის მიღება კი კიდევ უფრო სახალისოა.

 
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინტერნეტსივრცეში „იუთუბერები“ უამრავ მსგავს ვიდეოს აქვეყნებენ, ამიტომ შეგიძლიათ, კერძის მომზადებამდე მსგავს მასალებს გადახედოთ და თქვენი ნამუშევარი უფრო სრულყოფილი გამოვა.