ღვეზელი ხრაშუნა ცომით და კიდევ 2 რეცეპტი, რომლებიც ჯანსაღ კვებაში დაგეხმარებათ - Gemrielia.ge

ღვეზელი ხრაშუნა ცომით და კიდევ 2 რეცეპტი, რომლებიც ჯანსაღ კვებაში დაგეხმარებათ

 

თვითიზოლაციაში შექმნილ პრობლემათაგან ერთ–ერთი ყველაზე აქტუალურია, რა მივირთვათ და როგორ შევინარჩუნოთ წონა. ორივე შემთხვევაში პასუხი ჯანსაღი კვებაა. ეცადეთ, თქვენი თითოეული კერძის ინგრედიენტი ნატურალური და ჯანსაღი იყოს, რომ წონის მატებისგან თავი დაიცვათ. ჩვენ კი გთავაზობთ 3 რეცეპტს, რომლებიც დაგეხმარებათ რომ თქვენი ყოველდღიური რაციონი მრავალფეროვანი და სასარგებლო იყოს.

 

ქათმის ღვეზელი ხრაშუნა ცომში


ინგრედიენტები


ცომი:
•    0.5 ჭიქა მაიონეზი
•    7 სავსე ს.კ ფქვილი
•    2 ც კვერცხი
•    0.5 ჭიქა წყალი
•    მწიკვი მარილი


შიგთავსი:
•    200 გრ ქათმის ფილე
•    300 გრ კარტოფილი
•    1 ს.კ კარაქი
•    მარილი
 

 

 

ქათმის ხორცი 5 წუთის განამვლობაში ადუღეთ და გადაწურეთ, კარტოფლი გაფრცქვენით და მარილიან წყალში 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ ესეც გადაწურეთ, ქათამი და კარტოფილი დაჭერით თანაბარი ზომის კუბიკებად, მოაყარეთ მარილი. კვერცხი და მარილი ათქვიფეთ, დაუმატეთ მაიონეზი, წყალი და ფქვილი. უნდა მიიღოთ არაჟნის სისქის მასის ცომი. ფორმას წაუსვით კარაქი და ცომის ნახევარი ჩაასხით, ზედ გადაანაწილეთ გულსართი და კვლავ ცომი დაასხით. ზემოდან ლამაზად მოასწორეთ, გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 35- 40 წუთის განმავლობაში.

 


ბოსტნეულის სალათი


ინგრედიენტები
•    500 გ ბროკოლი
•    500 გ ყვავილოვანი კომბოსტო
•    სიმინდის კონსერვი
•    წითელი ხახვი
•    150 გ სამარხვო მაიონეზი სლობოდა
•    1 ჩ.კ. მდოგვი
•    2 ს.კ. ვაშლის ძმარი
•    ოხრახუში
•    მარილი, წიწაკა-გემოვნებით

 

 

მომზადება: 
ორივე სახის კომბოსტო დაანაწევრეთ და მოწალეთ მდუღარე, ოდნავ მარილიან წყალში დაახლოებით 3 წუთი, ოდნავ რომ დარბილდეს.
ამის შემდეგ დაჭერით ყველა ინგრედიენტი და შეურიეთ ერთმანეთს. სოუსისთვის შეურიეთ სამარხვო მაიონეზი სლობოდა, მდოგვი, ვაშლის ძმარი და მოასხით დაჭრილ ბოსტნეულს. კარგად აურიეთ.

 

 

 

ცეზარი


ინგრედიენტები:
•    200 მილილიტრი ”სლობოდა არაჟნით”
•    2 კონა სალათის ფურცელი
•    3 ნაჭერი პური
•    3 კბილი ნიორი
•    ნახევარი ლიმონი
•    1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
•    0.5 ჩაის კოვზი მდოგვი
•    100 გრამი პარმეზანი
•    გემოვნებით ორეგანო
•    გემოვნებით პაპრიკა
•    პომიდორი ჩერი გასაფორმებლად

 

 

მომზადება:


 ქათმის ფილე დაჭერით მოგრძო თხელ ნაჭრებად, მოასხით ლიმონის წვენი, დააყარეთ მარილი და შეწვით მაღალ ცეცხლზე გახურებულ ტაფაზე. დაჭერით პური კუბიკებად, მოაყარეთ გახეხილი ნიორი, ორეგანო და პაპრიკა. მოასხით ზეთი და გახუხეთ ღუმელში 220 გრადუსზე 12-15 წუთი. ამავდროულად, მაიონეზს დაუმატეთ დიჟონის მდოგვი, ლიმონის წვენი, ცოტა ზეთი, ნიორი, გახეხილი პარმეზანი და აურიეთ. ცალკე თეფშზე სალათის ფოთოლს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მომზადებული არაჟნის მასა და აურიეთ. დაუმატეთ გახუხული პურები, შემწვარი ფილე და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. გასაფორმებლად გამოიყენოთ პომიდორი.

თითოეულ ამ რეცეპტს ერთი საერთო ინგრედიენტი –  მაიონეზი აქვს. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, კერძი გემრიელი რომ გამოვიდეს, აუცილებლად მაღალი ხარისხის მაიონეზი უნდა შეარჩიოთ. სწორედ ასეთია „სლობოდა“, რომელიც ოთხი განსხვავებული პროდუქტითაა წარმოდგენილი: მაიონეზი პროვანსალი, სამარხვო მაიონეზი, მაიონეზი ზეითუნის ზეთით და მაიონეზი არაჟნით.
„სლობოდა“ დაგეხმარებათ, რომ თქვენი კერძი ჯანსაღი და სასარგებლო გამოვიდეს, რადგან მასში შემავალი ექვსივე ინგრედიენტი ნატურალური და სასარგებლოა, მზადდება ემულგატორების გარეშე. „სლობოდა“, რომელსაც 20 წლიანი ისტორია აქვს, გამოირჩევა იმითაც, რომ შენახვის მოკლე ვადა აქვს, რაც თავის მხრივ პროდუქტის ნატურალურობასა და სიჯანსაღეს უსვამს ხაზს.
„სლობოდას“ გამოყენებით მომზადებული კერძების ფოტოები და რეცეპტები კი შეგიძლიათ ატვირთოთ ჯგუფში „სლობოდას კულინარიული კლუბი“, რომელიც სოციალურ ქსელში მეტად პოპულარული ჯგუფია და დიასახლისები ყოველდღიურად უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და საკუთარ შექმნილ რეცეპტებსაც აცნობენ.