როგორ გავახაროთ ჯეჯილი კვერცხის ნაჭუჭში - მარტივი და ორიგინალური იდეა სააღდგომო დეკორისთვის - Gemrielia.ge

როგორ გავახაროთ ჯეჯილი კვერცხის ნაჭუჭში - მარტივი და ორიგინალური იდეა სააღდგომო დეკორისთვის

ხორბალი გარეცხეთ, გადაიტანეთ მინის ლანგარზე და დაასხით ანადუღარი, თბილი წყალი და დააყოვნეთ 12 საათით. ამის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ხორბალი სუფთა წყლით გარეცხეთ მსუბუქად, დაასხით სუფთა წყალი დათბილ ადგილას მოათავსეთ. 1-2 დღეში შეამჩნევთ, რომ ხორბალი გააქტიურდა.

 

 

კვერცხის დეკორისთვის:

კვერცხი თავში მსუბუქად ჩატეხეთ და გამოაცარიელეთ. ამოწმინდეთ დასველებული ბამბისა და პინცეტის გამოყენებით. დააშრეთ სრულად.

ჭიქაში მოათავსეთ 1 სკ ძმარი, 1 სკ ინდური სანელებელი კურკუმა და მდუღარე წყალი. ამ სითხეში ამოავლეთ კვერცხები (გააჩერეთ რამდენიმე წუთით).

თითოეულ კვერცხში ჩააფინეთ ბამბა, ჩაასხით ცოტა წყალი და გადაიტანეთ შიგ გააქტიურებული ხორბალი ისე, რომ კვერცხის ნახევარი შეივსოს. რამდენიმე დღეში ჯეჯილი ამოსვლას დაიწყებს.