ორიგინალური იდეები ყინულის ფორმების გამოსაყენებლად
კიდევ რა შიძლება გავაკეთოთ?
მაგალითად მინი ჩიზქეიქისთვის - ჩადეთ ჩიზქეიქის ნაჭერი ფორმაში, დაასხით გამდნარი შოკოლადი და ცოტახნით საყინულეში შედეთ
ზეთი მწვანილებით - ამოავსეთ ფორმა დაჭრილი მწვანილით და დაასხით ზეითუნის ზეთი. საჭიროების დროს ამოიღეთ, გაადნეთ და გამოიყენეთ სალათებსა თუ წვნიანებში.
ბავშვთა კვებაში - მართლაც, რატომაც არა? გაყინეთ პიურე და საჭიროების მიხედვით გამოიყენეთ. თუმცა ძალიან დიდხანს ნუ შეინახავთ.
შეგიძლიათ ჟელეს მინი ულუფები მოამზადოთ, გამოიყენეთ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ყინულის ფორმები
გაყინეთ ხილის პიურე ან ნატურალური წვენი, შემდეგ კი ამ ყინულით არომატული წყალი მოამზადეთ - უბრალოდ ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით წყალი.