რა სხვაობაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის - სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტის განმარტება - Gemrielia.ge

რა სხვაობაა პასკას, ხატისპურსა და კულიჩს შორის - სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტის განმარტება

 

აღ­დგო­მის მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად იწყე­ბა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის გან­ხილ­ვა, მათ შო­რი­საა: რო­მე­ლია სწო­რი ფორ­მა - აღ­სდგა თუ აღ­დგა?, სა­აღ­დგო­მო სუფ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი პას­კაა თუ ხა­ტის­პუ­რი და ა.შ.

სა­ქარ­თვე­ლოს გას­ტრო­ნო­მი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს დალი ცა­ტა­ვას, AMBEBI.GE-მ სწო­რედ სა­აღ­დგო­მო სუფ­რის მთა­ვარ ატ­რი­ბუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­უბ­როდ მი­მარ­თა:

 

 

- სა­ერ­თოდ, ბევ­რს ჰგო­ნია, რომ გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კულ­ტუ­რის სა­კი­თხებ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი უნდა გა­მო­ხა­ტოს, მაგ­რამ რამ­დე­ნად კომ­პე­ტენ­ტუ­რია ის, ამა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს... ეს სა­გა­ნი არც ჩვენს წი­ნაპ­რებს, მშობ­ლებს, ჩვენ არ გვის­წავ­ლია, ახალ თა­ო­ბა­საც არ აქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნა.

 

"პური" სა­კულ­ტო თე­მაა არა მარ­ტო ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში, არა­მედ ზო­გადსა­კა­ცობ­რიო სა­კი­თხია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თვე­ლე­ბის 80% მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნია. ქრის­ტი­ა­ნებს იცით, გვაქვს ლოც­ვა „მა­მაო ჩვე­ნო“, სა­დაც არის ფრა­ზა - „პური ჩვე­ნი არ­სო­ბი­სა“, რაც პურს უკავ­შირ­დე­ბა...

 

ამის გარ­და, ჩვენს კულ­ტუ­რა­ში დიდი ად­გი­ლი უკა­ვია ნა­დი­მის თე­მას, ტრა­პეზს, პუ­რო­ბას, რა­საც პუ­რის გა­ტეხ­ვა­საც ვარ­ქმევთ, მა­გა­ლი­თად, ძუნწ ადა­მი­ანს პუ­რძვირს ეძა­ხი­ან, ხელ­გაშ­ლილს - პურ­მა­რი­ლი­ანს. ეს მულ­ტი­მე­დი­უ­რი სა­გა­ნია, ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ჩა­ნა­წე­რებს უნდა იც­ნობ­დე, იცო­დე ფი­ზი­კა, ქი­მია, ან­თრო­პო­ლო­გია, გე­ოგ­რა­ფია, პო­ლი­ტი­კა.

ფი­ზი­კა რო­მაა საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ის, რომ პური სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი წე­სით ცხვე­ბა - თო­ნე­ში, კეც­ზე, ფურ­ნე­ში, ქვა­ზე, ცე­ცხლზე. ამ საქ­მე­ში გე­ოგ­რა­ფი­აც ერ­თვე­ბა, რად­გნაც ხორ­ბა­ლი რო­მე­ლი რე­გი­ო­ნი­და­ნაა, ამა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

 

 

- პას­კა არის თუ არა მარ­თლაც ხა­ტის­პუ­რი?

 

- პას­კა სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რია, მაგ­რამ ხა­ტის­პუ­რი არ არის. არა­და, სა­რი­ტუ­ა­ლო პუ­რებ­ში უამ­რა­ვი სა­ხე­ო­ბა (ლი­კან ლა­ვა­ში, აგუ­ნას პური, ლემ­ზი­რე­ბი, კვიკ­ვი­ნე­ბი) გვქონ­და.

ხა­ტის­პუ­რი, სა­ხა­ტო ქა­დაა, იგი­ვე ტკბი­ლი პური, რო­მელ­საც მთა­ში აცხობ­დნენ. პუ­რის სა­ხე­ო­ბებს სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცია ჰქონ­და და­კის­რე­ბუ­ლი: სა­აღ­დგო­მო, სა­შო­ბაო. მა­გა­ლი­თად, რა­ჭა­ში გა­ნა­ტეხ პურს აცხობ­დნენ, ეს ის პუ­რია, რო­მე­ლიც ბო­სელ­ში შეჰ­ქონ­დათ აღ­დგო­მის, შო­ბის ღა­მეს, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო გამ­რავ­ლე­ბას­თან. აღ­დგო­მაც ხომ გა­ზა­ფხულ­ზე, ბუ­ნი­ო­ბის პე­რი­ოდ­შია, რა­შიც ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­წყე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბა.

 

იხილეთ სტატია სრულად