როგორ ვუშველოთ პასკის ცომს, თუკი არ ამოდის? - გამოცდილი დიასახლისის უტყუარი მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ ვუშველოთ პასკის ცომს, თუკი არ ამოდის? - გამოცდილი დიასახლისის უტყუარი მეთოდი

Gemrielia.ge-ის ჯგუფის წევრი ელგა ტაბატაძე გვიზიარებს მეთოდს, რომლის დახმარებითაც პასკის ცომს გააცოცხლებთ. 

 

ჩემო ფუსფუსა დიასახლისებო, ძალიან ბევრი მწერს ჩემი ვიდეოს გაზიარების შემდეგ, სხვა რეცეპტებით მოზელილი გაციებული ცომი თუ როგორ გავათბოთ, ანუ როგორ ვუშველოთ.

 

1. თუ ცომი გაცივდა, შემოდგით ორთქლზე, გადაზილეთ სანამ არ შეთბება.

 

2. 1 ჭიქა თბილ რძეს დავუმატოთ, 1 სკ საფუარი, 1 სკ შაქარი და იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ არაჟნის სისქის მასა. შევფუთოთ თბილად, ანუ გავაკეთოთ აპარა.


3. ამოდის 5 წუთში და შევაზილოთ „გაბუტულ ცომს“. დავდოთ თბილად, თან მოვეფეროთ, ასე მასწავლა ბებომ: სითბო და მოფერება უნდაო.