5 მარტივი კერძი მოხარშული კვერცხისგან - იდეები გემრიელი სადილისთვის - Gemrielia.ge

5 მარტივი კერძი მოხარშული კვერცხისგან - იდეები გემრიელი სადილისთვის

თუკი სახლში ბევრი მოხარშული კვერცხი დაგიგროვდათ და აღარ იცით, რა მოამზადოთ, 5 მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელთა მომზადებას ძალიან ცოტა დრო სჭირდება.

 

სალათა მოხარშული კვერცხითა და ახალი კარტოფილით

 

ინგრედიენტები


მოხარშული კვერცხი - 4 ცალი
ახალი კარტოფილი - 8 ცალი, მოხარშული (პატარა ზომის)
სალათის ფოთლები - 1 დიდი კონა
ბეკონი - 2-3 ნაჭერი
ოხრახუში - 4-5 ღერი
მზესუმზირის ზეთი - 2-3 ს/კ
თეთრი ღვინის ძმარი - 2-3 ს/კ
მარილი და პილპილი

 

მომზადების წესი

 

კარტოფილი გავჭრათ შუაზე, კვერცხი დავჭრათ სეგმენტებად. სალათა ხელით დავაქუცმაცოთ. ბეკონი წვრილად დავჭრათ და შევბრაწოთ ტაფაზე. ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ და მივირთვათ მომზადებისთანავე.

 

 

ჭარხლის ცივი წვნიანი არაჟნითა და მოხარშული კვერცხით

 

ინგრედიენტები

 

ჭარხალი - 600 გ
კამა - 1 კონა
ნიორი - 3 კბილი
მოხარშული კვერცხი - 4 ცალი
კიტრი - 1-2 ცალი
არაჟანი - 1 ჭიქა
ძმარი
მარილი და წიწაკა

 

მომზადების წესი

 

ჭარხალი გავფცქვნათ, და დავჭრათ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ, შემდეგ დავაბლენდეროთ წვენთან ერთად, სანამ სასურველ კონსისტენციას მიიღებს. თუ სქელია, კიდევ დავუმატოთ ანადუღარი წყალი.

წვნიანს შევურიოთ არაჟანი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი, კიტრი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი. შევანელოთ მარილით, წიწაკითა და ძმრით. წვნიანი 2 საათით მაცივარში შევდგათ.

 

 

ფუმფულა ღვეზელი მწვანე ხახვისა და მოხარშული კვერცხის შიგთავსით

 

ინგრედიენტები

 

ცომი

ფქვილი - 300 გ
კეფირი - 300 გ
არაჟანი - 200 გ
კვერცხი - 4 + 1 ცილა
მარილი - 0.5 ჩ/კ
გამაფხვიერებელი - 20 გ

 

შიფთავსი

მწვანე ხახვი - 200 გ
მოხარშული კვერცხი - 4-5 ცალი
არაჟანი - 1 ს/კ
ოხრახუში
მარილი და პილპილი

 

თავზე გადასასმელად

კვერცხის გული - 1 ცალი
არაჟანი  - 1 ს/კ

 

მომზადების წესი

მწვანე ხახვი, ოხრახუში და მოხარშული კვერცხი დაჭერით. გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ არაჟანი, მარილი, პილპილი და ამოურიეთ.

 

4 კვერცხი და დამატებით 1 ცილა მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ მარილი, არაჟანი და კეფირი. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.

 

ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და კარგად ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ სველ ინგრედიენტებს ნელ-ნელა და გათქვიფეთ.
ცეცხლგამძლე ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ საფანელი ისე, რომ გვერდებსაც მოხვდეს.

 

გადაიტანეთ ფორმაში ცომის ნახევარი. გადაანაწილეთ შიგთავსი და მოასხით ცომის მეორე ნაწილიც. 

 

კვერცხის გული და არაჟანი გათქვიფეთ და გადაუსვით ცომს თავზე. გამოაცხვეთ 180  გრადუსზე 1 საათით. შეამოწმეთ მზადყოფნა. შეიძლება, 10-15 წუთის დამატება დასჭირდეს.


გემრიელად მიირთვით!

 

 

როლები მოხარშული კვერცხით

 

ინგრედიენტები

ნორის ფურცელი - 1 ცალი
მოხარშული კვერცხი - 1 ცალი
მრგვალი ბრინჯი - 3-4 ს/კ მოხარშული
სტაფილო - 1 ცალი
კიტრი - 1 ცალი, პატარა
კიბორჩხალის ხორცი (ან ჩხირები) - 2 ს/კ
სალათის ფოთლები - 3 ცალი
სოიოს სოუსი
ლიმონის წვენი

 

მომზადების წესები

სუშის გადასახვევ მაკისუზე დავაფინოთ ნორის ფურცელი, ზედ გადავანაწილოთ ბრინჯი, მოვასხათ ლიმონის წვენი და სოიის სოუსი. ბრინჯზე დავაწყოთ სალათის ფოთლები, სეგმენტებად დაჭრილი კვერცხი, კიბორჩხალას რბილობი და მსხვილად გახეხილი ბოსტნეული. მაკისუს მეშვეობით ნორის ფურცელი გადავახვიოთ. როლი დავჭრათ და სუფრაზე სოიოს სოუსთან ერთად მივიტანოთ.

 

 

მოხარშული კვერცხი ბაჟეში

 

ინგრედიენტები

 

მოხარშული კვერცხი - 6 ცალი
ნიგოზი - 1,5 ჭიქა
ნიორი - 2-3 კბილი
უცხო სუნელი - 1 ჩ/კ
ხმელი ქინძი - 0,5 ჩ/კ
ყვითელი ყვავილი - 1 ჩ/კ
მარილი და წიწაკა
ანადუღარი, გაგრილებული წყალი

 

მომზადების წესი

კვერცხები შუაზე გავჭრათ და თასში ჩავაწყოთ. ნიგოზი და ნიორი გავატაროთ ან წმინდად დავნაყოთ, დავუმატოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, მარილი და წიწაკა. ნიგვზის მასა ხელით ვზილოთ, სანამ ზეთს გამოვადენთ. 1 ჩ.კ.-მდე ზეთი ცალკე ჭურჭელში შევინახოთ, რომ შემდეგ კერძი მოვრთოთ. ნიგვზის მასას დავასხათ 1 ჭიქამდე ანადუღარი წყალი და ან საცერზე გავატაროთ, ან ბლენდერით ავთქვიფოთ. ბაჟეს ნელ-ნელა დავუმატოთ ანადუღარი წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. ბაჟე დავასხათ მოხარშულ კვერცხებს. ცოტა ხანს დავაცადოთ, რომ კვერცხს ბაჟე გაუჯდეს და შემდეგ მივირთვათ. სუფრაზე გატანის წინ კერძს მოვასხათ მომზადებული ნიგვზის ზეთი.

 

გემრიელად მიირთვით!