პროდუქტები, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად უნდა შეიძინო, თუკი ნამდვილი გურმანი ხარ - Gemrielia.ge

პროდუქტები, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად უნდა შეიძინო, თუკი ნამდვილი გურმანი ხარ

 

არის პროდუქტები, რომელთა თვეების წინ შევსებული მარაგი კარანტინის პერიოდში უკვე გითავდება. მათ უმეტესობას კი, სამწუხაროდ, უბნის მაღაზიებში ვერ ნახავ.
რას იტყოდი, ასეთი პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად და დაუსრულებელი რიგის თავიდან აცილებით ვინმემ რომ მოგიტანოს? თანაც მოტანის საფასურის გადახდის გარეშე? 


საკურიერო მომსახურების კომპანია „AloModi“ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად ემსახურება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარანტინის პერიოდში კომპანიის გადაწყვეტილებით მიტანა უფასოა.
მაშ ასე, რა პროდუქტები უნდა ჰქონდეს სამზარეულოში მომარაგებული ნებისმიერ მოყვარულ კულინარსა და ჭეშმარიტ გურმანს?

 

სანელებლები


შეიძლება სანელებლების გარკვეული ნაწილი იყიდოთ უბნის სუპერმარკეტებში, თუმცა ისეთ სანელებელს, როგორიცაა ნამდვილი ვანილი (არა ექსტრაქტი, არამედ - ნამდვილი), ცოცხალი კოჭა, დარიჩინის ჯოხები, ქინძის მარცვლები და ა.შ. მხოლოდ დიდ ჰიპერმარკეტებსა და ბაზრების დახლებზე თუ აღმოაჩენთ. ჩვეულებრივი კერძები ან პურფუნთუშეული სწორედ ამ ჯადოსნური სურნელებისა და გემოების მეშვეობით გადაიქცევა ხოლმე დაუვიწყარ სადილებად. 

 

 

სეზამის მარცვლები


სეზამის მარცვლების გამოყენება შეიძლება როგორც სალათებში, ისე სხვადასხვა დიეტური პურების (გადახედეთ ფეისბუკს ან ტვიტერს - მთელ მსოფლიოში სახლში გამომცხვარი პურის ბუმია!) ცხობისას. სეზამის რამდენიმე მარცვალი ახალგამომცხვარ პურს აბსოლუტურად სხვა გემოს ანიჭებს, დიეტურ, ცოტა უგემურ სალათებს კი ყველაზე მადისაღმძვრელ ლანჩად აქცევს. 

 


ყავა 


ადვილი შესაძლებელია, თქვენი საყვარელი ყავა არ აღმოჩნდეს უბნის მაღაზიაში, მით უმეტეს, თუკი თავს ყავის ნამდვილ მოყვარულად მიიჩნევთ. თუმცა AლოMოდი-ის კურიერები თქვენს საყვარელ ყავას ნებისმიერი დახლიდან პირდაპირ სახლში მოგიტანენ. 

 


თაფლი


პატარებთან კარანტინის გატარება, დაუსრულებელი თამაშების გარდა, ერთად გამომცხვარ ნამცხვრებსაც გულისხმობს. გამოიყენეთ თაფლი არა მხოლოდ გემრიელი ნამცხვრების საცხობად, არამედ ხორციანი კერძების სოუსებშიც: თაფლით, მდოგვითა და სოიოს სოუსით მომზადებულ სოუსში დამარინადებული ხორცი შეწვისას უფრო ნაზ და არომატულ გემოს იღებს, სტრუქტურა კი წვენს ინარჩუნებს. 

 

ჩიას მარცვლები 


ჩიას მარცვლები დიეტებისა და სწორი კვების მოყვარულებისთვის უკვე დიდი ხანია, ცნობილი და საყვარელი პროდუქტია. მისგან ამზადებენ პუდინგებს, სმუზებს და ფანქეიქებს. 2-3 ჩაის კოვზი ჩიას თესლი 1 ჭიქა იოგურტსა ან კეფირში დღის გემრიელი, ჯანსაღი და ხალისიანი და დასაწყისია. 

 

 

სალათების დრესინგები


ჩვენი საყვარელი სალათების მონატრებულ გემოს სწორედ დრესინგები და ის სოუსები განსაზღვრავენ, რომელსაც ამა თუ იმ რესტორნის და კაფის მზარეულები იყენებენ. AloModi-ის კურიერებთან ერთად შეძლებთ, მარტივად შეარჩიოთ თქვენი საყვარელი გემო ნებისმიერი მაღაზიის დახლიდან. 
შეკვეთის მიღება გარდა ფეისბუქისა,  ტელეფონითაც არის (+995 568 07 88 88; 032 250 06 06) შესაძლებელი. გარდა ამისა, შეკვეთები ხორციელდება უკვე  ვებგვერდის მეშვეობითაც.
 

®