TOP 3 ტრენდი ტიკტოკიდან, რომლებიც მთელმა მსოფლიომ აიტაცა - Gemrielia.ge

TOP 3 ტრენდი ტიკტოკიდან, რომლებიც მთელმა მსოფლიომ აიტაცა

მთელ მსოფლიოში პოპულარული აპლიკაცია ტიკტოკი გასართობად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მაშინ, როდესაც მსოფლიოს დიდი ნაწილი სახლში ატარებს დროს, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი „დაუახლოვდა“ სამზარეულოს. ტიკტოკერებიც გვთავაზობენ ხოლმე მარტივ და გემრიელ რეცეპტებს, რომელთაგან დღეს 3 ყველაზე პოპულარული რეცეპტი შეგირჩიეთ.

 

Pancake Cereal

 

მარტივი მეთოდი, თუ როგორ გადავაქციოთ ბლინები საუზმის ბურბუშელად.

 

დაგჭირდებათ:

•    კვერცხი - 1 ც

•    შაქარი - 3 სკ

•    რძე - 3/4 ჭიქა

•    მარილი - 1/4 ჩკ

•    გამაფხვიერებელი - 1 სკ

•    ფქვილი - 1 ჭიქა

•    ზეთი - 2 სკ

•    კარაქი - შესაწვავად

 

მომზადების წესი:

 

ჯამში მოათავსეთ კვერცხი და შაქარი, ათქფვიფეთ. შეათქვიფეთ რძე, მარილი და ფქვილში გახსნილი გამაფხვიერებელი. კარგად ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ზეთი. მიღებული ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ცელოფანში, გასუფთავებულ კეტჩუპის ბოთლში და ჩვეულებრივ წყლის ბოთლში (თავი გაუხვრიტეთ).

 

ტაფაზე ცხიმი წაუსვით და ცომის პატარა წერტილები დასვით. ორივე მხრიდან გამოაცხვეთ.

 

გადაიტანეთ ჯამში, დაასხით რძე და სურვილისამებრ, თაფლიც.

 

 

Dalgona Coffee  - ათქვეფილი ყავის კრემი 

 

დაგჭირდებათ:

 

•    ხსნადი ყავა - 1 სკ

•    წყალი - 1 სკ

•    შაქარი - 1 სკ

•    რძე

 

მომზადების წესი:

 

ყავასა და შაქარს დაუმატეთ ძალიან ცივი ან ძალიან ცხელი წყალი და კარგად გათქვიფეთ, სანამ კრემისებრ მასას არ მიიღებთ. ჭიქაში ჩაასხით რძე და თავზე მოათავსეთ ყავის კრემი, ამოურიეთ, დაუმატეთ ყინულის კუბებიც.

 

 

Oreo Mug Cake

 

ორეოს ჭიქის ნამცხვარი მხოლოდ 2 ინგრედიენტით

 

დაგჭირდებათ:

 

•    ორეოს ორცხობილა - 4 ც

•    რძე - 1/4 ჭიქა

 

 

მომზადების წესი:

 

ჭიქაში მოათავსეთ ორეო, დაასხით რძე და ჩანგლის საშუალებით დააქუცმაცეთ. შედგით მიკროტალღურ ღუმელში 75 წამით.