,,ნიკორა" წარმოგიდგენთ : სალიამი – საინტერესო ფაქტები დელიკატესზე და ჯანსაღი სალათის რეცეპტი - Gemrielia.ge

,,ნიკორა" წარმოგიდგენთ : სალიამი – საინტერესო ფაქტები დელიკატესზე და ჯანსაღი სალათის რეცეპტი

სალიამი არის ხორცპროდუქტის ტიპი, რომელიც მზადდება ფერმენტირებული და გამოყვანილი ხორცისგან. ეს არის იტალიური წარმოშობის ხორცპროდუქტი, თუმცა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მისი დამზადების განსხვავებული ტრადიციები არსებობს. სალიამი არსებობს ნედლადშებოლილი და მოხარშულ/შებოლილი. მათი დამზადების ტექნოლოგია სრულიად განსხვავდება. ნედლადშებოლილი დელიკატესად ითვლება და ამჯერად სწორედ ნედლადშებოლილ სალიამს წარმოგიდგენთ.


თავდაპირველად, სალიამს ღორის ხორცისგან ამზადებდნენ, თუმცა დღეს მას, როგორც წესი, საქონლის ან ინდაურის ხორციც აქვს შერეული. გარდა ხორცისა ამ დელიკატესის შემადგენლობაში შედის: ხახვი, დამუშავებული და დაკეპილი ცხიმი, მარილი, სუნელები და მწვანილები, ძმარი და ღვინო. ინგრედიენტები სხვადახვა ქვეყანაში შესაძლებელია განსხვავებული იყოს. მაგალითად, თუ ყველა იტალიური სალიამი აუცილებლად შეიცავს ნიორს, გერმანული – ძალიან იშვიათად. ესპანურ ვარიანტში ჩვეულებრივ წიწაკასთან ერთად იამაიკურ შავ წიწაკასაც ამატებენ. 


დელიკატესის ეს სახეობა მეტად პოპულარულია საქართველოშიც. ნიკორას “სალიამი ორიგინალური”  “კაიზერის” სერიიდან არის კლასიკური სალიამი, ზომიერად შეზავებული სანელებლებით, ნივრის გარეშე.


საინტერესო ფაქტები სალიამზე


•    დელიკატესი, რომელიც დღეს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, დაახლოებით 2000 წლის წინ შეიქმნა. უძველესი ხალხები ხორცის დამუშავების ამ მეთოდს აქტიურად მიმართავდნენ, რადგან ასე პროდუქტის შენახვის ვადა მნიშვნელოვნად ხანგრძლივდებოდა. მიზეზი კი მისი შემადგენლობაა. სალიამის შემადგენლობის 2% მარილია. სახელწოდება „სალიამიც“ ლათინური სიტყვიდან „სალარე“ მოდის, რაც მარილს ნიშნავს. იმ პერიოდში სალიამს ტყავში გახვეული ღორის ნაჭრებისა და მარილისაგან ბუნებრივი, ჰაერზე შრობით ამზადებდნენ.  


•    სალიამის დელიკატესის თერმულად დამუშავება რეკომენდებული არაა, რადგან მისი გემოვნური თვისებები იკარგება. ბუტერბროდის გარდა სალიამი შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულთან, ბრინჯის გარნირთან, პასტასთან, ომლეტთან. მისი მრავალფეროვანი გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე შეგიძლიათ, თამამად გამოიყენოთ სხავდასხვა სახის კერძთან და უმასპინძლოთ სტუმრებსაც.


•    სალიამი საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ხორცპროდუქტია. „ნიკორაში“ “სალიამი ორიგინალური” უმაღლესი ხარისხის ხორცისგან, განსაკუთრებული, ტექნოლოგიით მზადდება. პროდუქტი არ გადის თერმულ დამუშავებას, პროდუქტის ბუნებრივი გამოშრობა თვეზე მეტხანს გრძელდება. იგი ხასიათდება მკვრივი კონსისტენციით და მართლაც საოცარი გემოთი. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს პროდუქტი თანაბარი პოპულრაობით სარგებლობს როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. მათი მომხმარებლები არიან დიასახლისები, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის იყენებენ სალიამს და მამაკაცები, რომელთათვისაც სალიამი ლუდის საუკეთესო ატრიბუტია.
 

 

რეცეპტი

 

 

ინგრედიენტები:


•    ქილის ბარდა – 400 გ
•    სალათის ფურცელი – ერთი ძირი
•    სალიამი – 150 გ
•    მოცარელა – 200 გ
•    პომიდორი – 3 ც
•    კიტრი – 1 ც
•    რეჰანი
•    მარილი 
•    შავი პილპილი


სოუსისთვის


•    ზეითუნის ზეთი – 4 ს.კ
•    წითელი ღვინის ძმარი – 1 ს.კ.
•    მდოგვის ფხვნილი  – ½ ჩ.კ
•    შაქრის პუდრა – ½ ჩ.კ

 

მომზადება:
სალათი, რომელიც ძალიან სასარგებლოა და უამრავ ვიტამინს შეიცავს, ძალიან მარტივი მოსამზადებელია. დაჭერით ყველა ინგრედიენტი პატარა ნაჭრებად. შემდეგ მოამზადეთ სოუსი, მოასხით, კარგად ამოურიეთ და მომზადებისთანავე მიირთვით.