რომელ პროდუქტებზე გაიზარდა მოთხოვნა ეპიდემიის პერიოდში – სტატისტიკა საქართველოდან, იტალიასა და აშშ–დან - Gemrielia.ge

რომელ პროდუქტებზე გაიზარდა მოთხოვნა ეპიდემიის პერიოდში – სტატისტიკა საქართველოდან, იტალიასა და აშშ–დან

 

მსოფლიოში COVID-19–ის გამოჩენის შემდეგ მარავალი რამ შეიცვალა და მათ შორის მოთხოვნა სხვადასხვა პროდუქტებზე. პირველი შოკის შემდეგ თითქმის ყველა ქვეყნის სუპერმარკეტებში ქაღალდის ხელსახოცებისა და ჰიგიენური ქაღალდების დახლები დაცარიელდა, რასაც სხვა პროდუქტებიც მიჰყვა. ყველა ოჯახში გაჩნდა ჯერ აზრი და შემდეგ უკვე შიში, ხომ არ გვემუქრება საკვები პროდუქტების დეფიციტი. სწორედ ამან გამოიწვია კონკრეტულ პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდა. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მსოფლიო საკვები პროდუქტების დეფიციტის წინაშე არ დგას და შესაბამისად, დარეგულირდა მოთხოვნაც. თუმცა შეიცვალა მოთხოვნის მაჩვენებელი სხვადასხვა პროდუქტზე.


უამრავი ადამიანი სახლში ამოჩნდა და თუ აქამდე ისინი კაფეებისა და რესტორნების ხშირი სტუმრები იყვნენ, ახლა იძულებული გახდნენ, სახლში აკეთონ კერძებო. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საცალო სამომხმარებლო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა ფქვილი, ბურღულეული და სხვა. 
 

ახლა გთავაზობთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს სამი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, თუ რომელ 10 საკვებ პროდუქტზე გაიზარდა მოთხოვნა ყველაზე მეტად.


იტალია 


იტალიაში გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად მოთხოვნა გაიზარდა ფქვილზე, ხორცის კონსერვებსა და ბრინჯზე. ამ ქვეყნის ათეულში დიდი ნაწილი მზა კერძებს ან სწრაფად და მარტივად მოსამზადებელ პროდუქტებს უკავია.

 


 

აშშ 


აშშ–ს ათეული საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ არა მხოლოდ მზა კერძებზე, არამედ ჯანსაღ პროდუქტებზეც გაიზარდა მოთხოვნა. პირველი სამეული კი ასე გამოიყურება: რძე, ხორცი და ლობიო.

 

 

საქართველო


იმის გასარკვევად, თუ რომელ პროდუქტებზე გაიზარდა ყველაზე მეტად მოთხოვნა საქართველოში, სუპერმარკეტ „ნიკორას“ მივმართეთ. კომპანიის შესყიდვების ხელმძღვანელი სალომე ხაბალაშვილი განმარტავს, რომ მომხმარებლის ქცევა, ისევე როგორც მოთხოვნა სხვადასხვა პროდუქტზე შეიცვალა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო მათთვის და ცვლილებას მზად დახვდნენ.
„ეპიდემიის პერიოდში მომხმარებლის ქცევა სხვადასხვაგვარი იყო და პროდუქციაზე მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა სამ ეტაპად დაფიქსირდა. პირველი დიდი ტალღა დაფიქსირდა 26 თებერვალს, როდესაც საქართველოში პირველი ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. პირველი, რაზეც გაიზარდა მოთხოვნა, იყო კონსერვაცია და გრძელვადაინი პროდუქცია. ასევე პირველივე ეტაპზე გაიზარდა მპთხოვნა ჰიგიენურ საშუალებებზე.


მეორე ეტაპზე მოთხოვნა გაიზარდა ისეთ საკვებ პროდუქტებზეც, როგორებიცაა “ნიკორას“ მზა ხორცპროდუქტები, ხილ–ბოსტნეული, ბურღულეული, შაქარი, მაკარონი, ზეთი... გაყიდვების მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეიმჩნეოდა რძის პროდუქტებსა და „მზარეულის“ გაყინული პროდუქტების მიმართულებით. დროის არც ერთ მონაკვეთში არ შემცირებულა მოთხოვნა ამ ორ პროდუქციაზე, ასევე გაყინულ ქათამზე.


ტკბილეულის მიმართულებით, ზრდა დაფიქსირდა ასაწონ პროდუქციაზე, ორცხობილებსა და ვაფლებზე, რისი დამარაგებაც ძირითადად ბავშვებისთვის დაიწყეს. შემცირდა მოთხოვნა ალკოჰოლურ სასმელზე, გარდა ღვინისა. კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია იყო ის, რომ მომხმარებელმა ძვირიანი ბრენდების ნაცვლად შედარებით იაფფასაინი პროდუქციის შეძენა დაიწყო. ერთადერთი მიმართულება, რომელმაც ლოილაური მომხმარებლები შეინარჩუნა, ეს იყო რძის პროდუქტები,“ – განმარტავს სალომე ხაბალაშვილი.


მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლებზეც საქართველოში, ეპიდემიის პერიოდში მოთხოვნა ყველაზე მეტად გაიზარდა ასე გამოიყურება (ინფოგრაფიკაზე მოცემულია ჯამში სამი თვის მანძილზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები):