„ეს იყო ჩემთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა, წელს ძალიან დიდი კონკურენციაა " - ნინი გოგიჩაიშვილი „მასტერშეფში"
საქართველოში ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუ "მასტერშეფი" გრანდიოზული მესამე სეზონით დაბრუნდა. როგორც ჟიურის წევრებმა ჩვენთან ინტერვიუში თქვეს, წელს ბევრად მკაცრები იქნებიან და სტანდარტების ამაღლების მოლოდინიც აქვთ.
მესამე სეზონში მოყვარულ და პროფესიონალ მზარეულებთან ერთად ბევრ ცნობილ სახეს შევხვდებით. ასეთი კონკურსანტია ნინი გოგიჩაიშვილიც. გადავწყვიტეთ, ჩვენს მკითხველს ნინი უკეთ გავაცნოთ და გავიგოთ, როგორია გზა მოდელობიდან "მასტერშეფამდე".
- რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობა?
პირველ რიგში, "მასტერშეფი" ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეგაპროექტია, თანაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ გემოვნებიანი გადაცემაა - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მიზეზი, რატომაც მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა, რადგან მოყვარული მზარეული ვარ, რომელიც სახლში თავისუფალ დროს თავისთვის ფუსფუსებს. პროექტში მონაწილეობა ჩემთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლის ტელფასია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელს ძალიან დიდი კონკურენციაა.
- როგორია შენი მოლოდინები "მასტერშეფის" მესამე სეზონის მიმართ?
წელს პროექტში უამრავმა ნიჭიერმა და მრავალფეროვანი უნარ-ჩვევების მქონე ადამიანმა მოიყარა თავი და მგონია, რომ კარგი სანახაობა იქნება. ვფიქრობ, ამ ადამიანების გვერდით ასპარეზობა ხელს შემიწყობს, უფრო მეტად გავიზარდო კულინარიაში.
- რატომ გადაწყვიტე ამ კერძის მომზადება?
მისოს სუპი ავარჩიე იმიტომ, რომ იაპონია ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ მათ კულტურას. იქ საკმაოდ განვითარებული ხალხი ცხოვრობს და მისოს სუპის გარეშე იაპონური ოჯახი წარმოუდგენელია. არ მინდოდა ამ ევნიანის ტრადიციული ვარიანტის მომზადება, მინდოდა, ჯანსაღი და ახალი გემოები ყოფილიყო ჩემს კერძში, ამიტომ მოვამზადე ორაგულით, თინუსით, კომბოსტოთი და სტაფილოთი, დავუმატე მაკამე ტოფუთი და კრევეტებით.
- კმაყოფილი ხარ საკუთარი კერძით?
შეიძლება ითქვას, რომ რაც მინდოდა მიმეღო, მივიღე. ძალიან მომწონს როცა კერძი მსუბუქია და დისკომფორტისა და სიმძიმის შეგრძნებას არ ტოვებს - ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი. ყველაფერი წინასწარ გავთვალე, რადგან ვინაიდან ვიცოდი, ვინერვიულებდი, ხოლო ერთი საათი საკმარისი აღმოჩნდებოდა ბოლომდე წარმომეჩინა ჩემი უნარები.