რამილია ალიევა
რამილია ალიევა

საქართველოში ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუ "მასტერშეფი" გრანდიოზული მესამე სეზონით დაბრუნდა. როგორც თავად კონკურსანტები ამბობენ, წელს ძალიან დიდი კონკურენციაა, ჟიურის წევრები კი სტანდარტების ამაღლებას გვპირდებიან.

"მასტერშეფის" მესამე სეზონში ბევრ საინტერესო მონაწილეს იხილავთ, რომელთა შორისაა "პირველი არხის" ჟურნალისტი  რამილია ალიევა. მისმა კერძმა ჟიურის და  მაყურებლების მოწონება დაიმსახურა. დღევანდელ ინტერვიუში რამილია გვესაუბრება, რატომ გადაწყვიტა პროექტში მოსვლა და რა მოლოდინები აქვს "მასტერშეფის" მიმართ.


„ძალიან ვნერვიულობდი როცა ვამზადებდი, მიუხედავად იმისა, რომ კერძი იყო ჩემთვის საკმაოდ ნაცნობი და ოჯახში ბავშვობიდან მოყოლებული მუდამ ვამზადებთ, ეს არის აზერბაიჯანული ფლავი, კერძოდ „მეფეთა ფლავი“, ვინაიდან ეთნიკური აზერბაიჯანელი ვარ, მინდოდა ერთგვარად ჩემი ტრადიციული კერძი მეჩვენებინა ჟიურის წევრებისა და მაყურებლებისთვის, ძალიან ვნერვიულობდი იმიტომ რომ კერძი საკმაოდ პრობლემატურია მომზადების კუთხით, ბევრი ტექნილოგიის დაცვას საჭიროებს, მეორე მომენტია ის რომ ამ კერძს პატარა მოცულობით ვერ მოამზადებ გემოების ზუსტად მიღების გამო, შესაბამისად მომიწია 15 კაცზე გათვლილი კერძის მომზადება, მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ მომიმზადებია სახლში მეგობრებისთვის, დღეს ვნერვიულობდი იმიტომ რომ მოითხოვდა დროს, ყურადღებას, ბრინჯს ცალკე მომზადება უნდა, უამრავი სხვადასხვა პროდუქტი შედის და არის ტკბილ-მჟავე, რაც იყო გემოებთან სარისკო თამაში, თუმცა წინსაფრის მიღების იმედი ნამდვილად მქონდა. რაც შეეხება ჩემს კულინარიულ გამოცდილებას, ჩემს სამზარეულოს არ ცდება, ჯერ-ჯერობით ჩემი სამზარეულოს დედოფალი ვარ, ეს ის ადგილია სადაც ვისვენებ გადატვირთული დღის შემდეგ. დღევანდელი წინსაფრის მიღებით კი შემდეგი ტურის გადასალახად გამბედაობას ჩავრთავ.“ 
 

მასალის გამოყენების პირობები
24 მაისი, 2020 10:44 p.m.
ნანახია: 40