რამდენი ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ ზაფხულში და როგორ მივხვდეთ, რომ ცოტა წყალს ვსვამთ
ორგანიზმისთვის ჰიდრატირება წლის ნებისმიერ სეზონზე მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში.
რა შეიძლება გამოიწვიოს წყლის ნაკლებობამ?
• პირის სიმშრალე
• კანის გამოშრომა და გაუხეშება
• თვალების სიმშრალე და ქავილის შეგრძნება
• თავის ტკივილი
• გულისცემის გახშირება
• სახსრების ტკივილი
• ქრონიკული დაღლილობა და ძილიანობა
• საჭმლის მონელების დარღვევები
• დეპრესია და ცუდი განწყობა
თუ ამ ნიშნებიდან რამდენიმე მაინც დაემთხვა თქვენს სიმპტომებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ.
რა ოდენობის წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში?
ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხის გაცემა რთულია, რადგან წყლის მიღების საჭიროება ასაკზე, ორგანიზმის მდგომარეობაზე, ფიზიკურ დატვირთვასა და არაერთ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ამის მიუხედავად, ზოგადი რჩევა 2-დან 4 ლიტრამდე წყლის მიღებაა, რაც ორგანიზმს ეხმარება საკმარისად ჰიდრატირებული დარჩეს.
რაც უფრო მაღალია ფიზიკური დატვირთვა, მით მეტი ოფლი გამოიყოფა. თუკი წყლის დანაკლისს დროულად არ შევივსებთ, ორგანიზმი დეჰიდრატაციას განიცდის.
თუ თქვენი წონა 80 კგ-მდეა, სასურველია დღის განმავლობაში 2.5 ლ წყალი მიიღოთ, ხოლო თუ 68 კგ-მდე იწონით - 2 ლ.
როგორ მივიღოთ საკმარისი ოდენობის წყალი ზაფხულში?
გარდა იმისა, რომ წყალი მუდამ თან უნდა ატაროთ, ზაფხული კარგი დროა წყლის დანაკლისის ხილითა და ბოსტნეულით შესავსებად. მიიღეთ პროდუქტები, რომლებშიც წყლის შემცველობა მაღალია: საზამთრო, კიტრი, ასევე ძალიან კარგია ნიახურის ბოლქვები, ბროკოლი და ისპანახი.