რომელი საკვები რისთვის არის სასარგებლო და როგორ შევუნარჩუნოთ მათ ვიტამინები? - Gemrielia.ge

რომელი საკვები რისთვის არის სასარგებლო და როგორ შევუნარჩუნოთ მათ ვიტამინები?

 

ადამიანი ორგანიზმისთვის საჭირო და სასარგებლო ნივთიერებებს ძირითადად საკვებიდან იღებს, ამიტომ დიდი ყურადღებით უნდა შევარჩიოთ კვების რაციონი, რათა აუცილებელი ვიტამინები და მინერალები ნატურალური სახით მივიღოთ, რადგან ისინი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მათი ხელოვნური ანალოგები, რომლებიც სპეციალურ დანამატებში შედის. ვიტამინები, მინერალები და სხვა აუცილებელი ნივთიერებები, რომელთაც საკვები პროდუქტები შეიცავს, საჭმლის მონელებაშიც ეხმარება ორგანიზმს და ხელოვნურად მიღებულ დანამატებზე ადვილად შესათვისებელია.


საკვებში ვიტამინებისა და მინერალების შესანარჩუნებლად მრავალი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:

 

1. პროდუქტის ხარისხი;
2. საკვების ტექნოლოგიური დამუშავება;
3. პროდუქტის სახეობა;
4. შენახვის წესი და ვადები;
5. საკვების მომზადების წესები და მეთოდები;
6. საკვებში დანამატების არსებობა, რომლებიც დიდ ზემოქმედებას ახდენს მასში შემავალ ვიტამინებსა და მინერალებზე;
7. არის თუ არა ხილი და ბოსტნეული ქიმიკატებით დამუშავებული.

 

საკვებში ვიტამინებისა და მინერალების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად შემდეგი უნდა გავითვალისწინოთ:

 

-ვიტამინებს ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის კანი შეიცავს;
-პროდუქტის თერმული დამუშავებისას ვიტამინების შემცველობა 25-100%-ით მცირდება;
-ვიტამინების შემცველი პროდუქტები სამი დღის შემდეგ 30-დან 50%-მდე კარგავს კვებით ღირებულებას;
-ზოგიერთი ვიტამინი სინათლეზე იშლება;
-ადუღების, გაყინვის, გამოშრობისა თუ გახმობის, პასტერიზაციის, ლითონის ჭურჭელთან შეხებისას ვიტამინების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება;
-ყველაზე მეტ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს ახალი, სუფთა და დამუშავებული პროდუქტი.

 

იმისათვის, რომ ჯანსაღად ვიკვებოთ, უნდა ვიცოდეთ, რომელი პროდუქტი რომელ ვიტამინს შეიცავს:

განაგრძეთ კითხვა >>>