მისი გენმოდიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა - ყველაზე სუფთა მარცვლეული
ბურღულეული ყოველთვის ითვლებოდა ჯანსაღ და კალორიულ საკვებად. განსაკუთრებით ხშირად მიირთმევენ მას ბავშვები - მშობელიც ცდილობს, ხშირად შესთავაზოს და პატარებსაც უყვართ. სამწუხაროდ, ბოლო დროს იმდენს საუბრობენ გენმოდიფიცირებულ მარცვლეულზე, რომ უკვე ბურღულსაც ეჭვის თვალით ვუყურებთ. აღმოჩნდა, რომ წიწიბურა ამ მხრივ გამონაკლისია. გარდა იმისა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და სრულფასოვან ცილებს შეიცავს, წიწიბურას მოყვანის დროს არ გამოიყენება სასუქები, პესტიციდები და ჰერბიციდები, ამიტომ იგი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა სასოფლო-სამეურნეო მცენარედ არის მიჩნეული. გარდა ამისა, წიწიბურა ერთადერთი მცენარეა, რომლის გენმოდიფიცირება ვერ მოხერხდა.
წიწიბურისგან მზადდება რამდენიმე სახის ბურღული: მთელმარცვლოვანი, მსხვილად დაღერღილი, წვრილად დაღერღილი, წიწიბურას ფქვილი. ეს ბურღულეული იყიდება როგორც მოუხალავი, ასევე მოხალული. განაგრძეთ კითხვა...